» » FჩB: კიმიხი "ბაიერნის" რიგებში 2025 წლამდე დარჩება

FჩB: კიმიხი "ბაიერნის" რიგებში 2025 წლამდე დარჩება

24-აგვ-2021, 21:41
065
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კლუბის პრეს-სამსახური. "რეკორდმაისტერის" უკანახაზელი იოზუა კიმიხი, "ბაიერნის" შემადგენლობაში 2025 წლამდე იასპარეზებს.

"მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გავახანგრძლივე ხელშეკრულება მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთისაგან აქ ყოველდღიურად, დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ვთამაშობ ისეთ გუნდში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დასახულ მიზანს მიაღწიოს. ჩემი თანაგუნდელები კი ნამდვილი მეგობრები გახდნენ. ფეხბურთის თამაში სწორედ ამ მიზეზით დავიწყე - მიმეღო სიამოვნება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შორს ვარ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან. პროგრესირებას მომავალშიც განვაგრძობ" - ციტირებს კიმიხის სიტყვებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

იოზუა კიმიხი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2015 წლიდან გვევლინება. 26 წლის ფეხბურთელის აქტივში 264 მატჩი და 30 გატანილი გოლია ფიქსირებული. მთელი ამ დროის მანძილზე კიმიხი 6 ჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული. სამჯერ იზეიმა გერმანიის თასის მოგება. მის მონაგარს ეკუთვნის უეფას ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის ტიტულებიც.

იოზუა კიმიხი მიუნხენის ბაიერნი კონტრაქტის გახანგრძლივება

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..