» » შვაინშტაიგერი: ახლა ბაიერნი თავს უკეთ იცავს

შვაინშტაიგერი: ახლა ბაიერნი თავს უკეთ იცავს

16-იან-2013, 15:31
0265
მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განმარტა, რომ გასული სეზონებისგან განსხვავებით, ბაიერნი ახლა თავს უკეთ იცავს.

მიუნხენელთა ვიცე-კაპიტანმა ყურადღება რამდენიმე შეცდომაზე გაამახვილა, რომლებმაც, მისი აზრით, გერმანულ გრანდს ხელი შეუშალა მოეპოვებინა ტიტულები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, ლევეკუზენის ბაიერს, ცხრა-ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს.

"გასულ წლებში, სამწუხაროდ, იყო რამდენიმე მატჩი, რომლებშიც გარკვეულ დეტალებს თავი ვერ გავართვით. მიმდინარე სეზონში აღნიშნული კუთხით, გაცილებით, კარგად გამოვიყურებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სათამაშო დისწიპლინა. ახლა უკვე, მიუნხენის ბაიერნის თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებულია და მეტ ყურადღებას დაცვას უთმობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუნხენური კლუბი მიმდინარე სეზონში თავს გაცილებით უკეთ იცავს, რასაც თავისი დივიდენტები მოაქვს", - ამბობს ბასტიან შვაინშტაიგერი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..