» » ვილანოვა: მოთამაშეები პეპს ბაიერნში არ გაჰყვებიან

ვილანოვა: მოთამაშეები პეპს ბაიერნში არ გაჰყვებიან

19-01-2013, 13:26 Lahm სიახლეები 0 38

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ, კომენტარი გაუკეთა პეპ გვარდიოლას მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას.

"არ ვშიშობ, რომ რომელიმე მოთამაშეს ბაიერნში თამაში მოუნდება, რადგან იქ პეპ გვარდიოლა იქნება."

"ბუნდესლიგისთვის ხოსეპის გადასვლა დიდი სიახლეა, ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სადაც შეიძლებოდა ის გადასულიყო. გვარდიოლა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს გერმანულ ფეხბურთს. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი უნდა მუშაობდეს და ამას ის მომავალი სეზონიდან გააკეთებს."

"ხოსეპს თავისი მეთოდი აქვს, როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, რომელსაც ბარსელონაში უმუშავია. არა მგონია, ვინმე ბაიერნისგან ისეთ ფეხბურთს ელოდეს, როგორც ბარსელონა თამაშობდა პეპის ხელმძღვანელობით. ზოგიერთი ასპექტი მსგავსი იქნება, მაგრამ გუნდები სხვადასხვანაირად ითამაშებენ."

"ბარსელონა ყოველთვის იყენებდა მოთამაშეებს ლა მასიიდან. ბაიერნის ახალგაზრდული აკადემიის სისტემაზე არაფერი ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვით, გვარდიოლა გააკეთებს თუ არა აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე," - განაცხადა ვილანოვამ Goal.com-თან ინტერვიუში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..