» » BILD: გვარდიოლას თანაშემწე ეფენბერგი უნდა იყოს

BILD: გვარდიოლას თანაშემწე ეფენბერგი უნდა იყოს

23-01-2013, 00:12 admin თავისუფალი სტატია / მთავარი ამბები 0

BILD: გვარდიოლას თანაშემწე ეფენბერგი უნდა იყოს
გთავაზობთ გერმანული სპორტული ჟურნალის BILD-ის გამოკითხვის შედეგებს იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა იყოს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწე.

42-წლის ესპანელი სპეციალისტის მიუნხენის ბაიერნში გადმოსვლის შემდეგ იბადება კითხვა: ვინ იქნება პეპ გვარდიოლას თანაშემწე?

ცნობილმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ BILD-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს პეპ გვარდიოლას თანაშემწე.

BILD-მა რესპოდენტებს ოთხი კანდიდატურა შესთავაზა: მანელ ესტიარტე, რაული, შტეფან ეფენბერგი და ჰერმან ჰერლანდი.

გამოკითხვის შედეგად რჩეული გამოვლინდა, გულშემატკივრების აზრით კატალონიური კლუბის ყოფილი მწვრთნელის თანაშემწე შტეფან ეფენბერგი უნდა იყოს.

გამოკითხულთა დაახლოებით 29% შტეფან ეფენბერგს ანიჭებს უპირატესობას.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მარტიდან შტეფან ეფენბერგს სამწვრთნელო ლიცენზია აქვს და მუშაობის უფლება აქვს. მიუნხენური კლუბის ლეგენდა ამჟამად სპორტული ტელეკომპანია Sky-ს ექსპერტად მუშაობს.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ეფენბერგმა 2011 წელს პრაქტიკა მიუნხენის ბაიერნში გაიარა. რამდენიმე კვირის წინ ჰაინკესმა ურჩია: "უმჯობესია თანაშემწის პოსტიდან დაიწყო კარიერა, ვიდრე მთავარი მწვრთნელის რანგით". რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მატიას ზამერი შტეფანს დიდ პატივს ცემს. ამ დრომდე არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა ეფე უკვე მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად.

ჰერმან ჰერლანდი გულშემატკივრებს შორის ასევე პოპულარულია. რესპოდენტთა 28,5%-ს სურს 58-წლის ყოფილი მიუნხენელი გვარდიოლას თანაშემწედ იხილოს.

ჰერმანი ამ წლების მანძილზე მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა სხვადასხვა პოსტებზე.
"ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა როლი მექნება მთავარია, რომ მიუნხენის ბაიერნს ვემსახურები", - ამბობს ჰერლანდი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.