» » BILD: უკმაყოფილება ბაიერნის რიგებში!

BILD: უკმაყოფილება ბაიერნის რიგებში!

30-01-2013, 18:00 admin თავისუფალი სტატია / მთავარი ამბები 0

BILD: უკმაყოფილება ბაიერნის რიგებში!
გთავაზობთ გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას არიენ რობენისა და მარიო გომესის შესახებ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სათამაშო დროის უქონლობით.

ბუნდესლიგის ეგიდით გამართული 19 მატჩიდან 15 გამარჯვება, 11 ქულიანი ჰანდიკაპი მეორე-ადგილოსან ლევერკუზენთან, ეს ბაიერნია! მიუხედავად შესანიშნავი სეზონისა, გუნდის შიგნით უკმაყოფილება მძვინვარებს. რეკორდმაისტერის ვარსკვლავები არიენ რობენი და მარიო გომესი ბუნდესლიგიხ XIX ტურში შტუტგარტის წინააღმდეგ კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩდნენ. რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული სიტუაცია?

იუპ ჰაინკესი ცვლილებებს არ ჩქარობს. გერმანელი სპეციალისტის დევიზია: "არასდროს შეცვალო გამარჯვებული შემადგენლობა".

შტუტგარტთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე, რობენთან და გომესთან ერთად, მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა: შაქირი, ბოატენგი და ტიმოშჩუკი. ჩამოთვლილი ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 105 მილიონ ევროს შეადგენს.

არიენ რობენს სურს გრძელვადიანი შესვენების შემდეგ კვლავ მოიპოვოს ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლება. შტუტგარტთან მატჩისას ჰოლანდიელი ფეხბურთელი არც კი გახურებულა. მთელი მატჩის განმავლობაში შემტევი გარემარბი ფიტნეს მწვრთნელს მარინს ესაუბრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, რობენი ბაიერნის ავტობუსში ასვლას არ ჩქარობდა.

მატიას ზამერის სიტყვებმა შეიძლება რობენი უფრო გააღიზიანოს: "ამჟამად ყველაფერი რობენის წინააღმდეგ არის. არანაირი სურვილი არ მაქვს ვისაუბრო ეგოიზმზე, რომელიც ფუჭი დისკუსიაა და მეტი არაფერი. არ დავუშვებთ ეგოიზმის არანაირ გამოხატულებას", - განაცხადა მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა Sky-სთან ინტერვიუში.

გასათვალისწინებელია ასევე, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებიც: "მჯერა, რომ ფეხბურთელები გაგებით მოეკიდებიან იუპ ჰაინკესის გადაწყვეტილებებს".

თავის მხრივ, იუპ ჰაინკესმა მატჩის შემდგომ მკაცრად განაცხადა: "გამარჯვება ჩვენი პრიორიტეტია და არა ის, იღებს თუ არა ფეხბურთელი 20 წუთს სათამაშოდ. ფეხბურთელები გაგებით უნდა მოეკიდნონ ყველაფერ ამას".

იუპ ჰაინკესმა ორი სიტყვით ისიც განმარტა, თუ რატომ არ შემოიყვანა რობენი შტუტგარტთან მატჩში: "ყველაფერი მარტივადაა. თამაშის მიმდინარეობისას, უბრალოდ, არანაირი აუცილებლობა არ იყო შემომეყვანა მოედანზე ჰოლანდიელი".

მარიო გომესმა, ისევე როგორც ფიურტთან მატჩისას, მხოლოდ შეხვედრის მიწურულს ითამაშა რამდენიმე წუთი. როგორც ჩანს, მარიო მანჯუკიჩის წარმატებული თამაში გომესისთვის საშიში სიგნალი აღმოჩნდა და ფეხბურთელი, რაც შეიძლება, მალე ცდილობს დაიბრუნოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

აღნიშნული სიტუაციისდა მიუხედავად, მარიო გომესი მშვიდია. თუმცა, რამდენ ხანს გასტანს სუპერ მარიოს ცივსისხლიანობა? კარლ-ჰაინც რუმენიგემ თავდამსხმელის გარშემო შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა: "იუპ ჰაინკესმა არჩევანი მარიო მანჯუკიჩზე შეაჩერა. არის თუ არა ეს გადაწყვეტილება სამუდამო? არ ვიცი".

კიდევ რამდენ ხანს გასტანს უკმაყოფილება? ჩაცხრება სიტუაცია თუ უკმაყოფილების ვულკანი ამოიფრქვევა?
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.