» » მე-1000 თამაში იუპ ჰაინკესისთვის

მე-1000 თამაში იუპ ჰაინკესისთვის

22-02-2013, 14:28 admin სხვადასხვა 0

მე-1000 თამაში იუპ ჰაინკესისთვის
შაბათს, 23 თებერვალს გასამართი მატჩი 67-წლის გერმანელი სპეციალისტისთვის გამორჩეული იქნება. მიუნხენის ბაიერნი ალიანს არენაზე ვერდერის ბრემენს უმასპინძლებენ, აღნიშნული შეხვედრა იუპ ჰაინკესისთვის ბუნდესლიგის ეგიდით მე-1000 იქნება.

ჰაინკესის მიერ გაწვრთნილი გუნდები და თამაშები:
369 მატჩი: გლადბახის მაისურით (1965 - 1967 და 1970 - 1978), ასევე ჰანოვერის მაისურით ჩატარებული თამაშები (1967-წლიდან 1970-წლამდე). ჰაინკესის დებიუტი 1965 წლის 14 აგვისტოს ნოინკირჰენის წინააღმდეგ შედგა.

360 თამაში: როგორც გლადბახის მწვრთნელი (1979 - 1987), ბაიერნის მწვრთნელი (1987 – 1991), ფრანკფურტის მწვრთნელი (1994 – 1995), შალკეს მწვრთნელი (2003 – 2004), გლადბახის მწვრთნელი (2006 – 2007), ბაიერნის მწვრთნელი (2009), ლევერკუზენის მწვრთნელი (2009 – 2011), კვლავ ბაიერნის მწვრთნელი (2011 - დღემდე),

630 + 369 + შაბათის მატჩი ვერდერის წინააღმდეგ = მე-1000 თამაში იუპ ჰაინკესისთვის, ბუნდესლიგის ეგიდით.

ჰაინკესმა ჩატარებული მატჩების 48% მოიგო, 484 შეხვედრა: ”ნამდვილად, შთამბეჭდავი ციფრებია. ყოველთვის მახსენდება როგორ გავიდა წლები".

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჰაინკესის შესანიშნავი კარიერისა, 67-წლის გერმანელ სპეციალისტს ოტო რეჰაგელი უსწრებს, რომელმაც ბუნდესლიგის ეგიდით 1033 მატჩი ჩაატარა.

ვერდერის წინააღმდეგ იუპ ჰაინკესი, სავარაუდოდ, არიენ რობენს დააყენებს ძირითად შემადგენლობაში ტომას მიულერის ნაცვლად. არსენალთან 1:3 შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ იუპ ჰაინკესი: კროოს, შვაინშტაიგერსა და მარტინესსაც მოუფრთხილდება, რომელთა ნაცვლადაც, სავარაუდოდ: შაქირი, ლუის გუსტავო და ანატოლი ტიმოშჩუკი ითამაშებენ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.