» » BILD: ლევანდოვსკი უკვე ბაიერნზე ფიქრობს?

BILD: ლევანდოვსკი უკვე ბაიერნზე ფიქრობს?

26-02-2013, 05:49 admin თავისუფალი სტატია / მთავარი ამბები 0

BILD: ლევანდოვსკი უკვე ბაიერნზე ფიქრობს?
გთავაზობთ ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტების, კრისტიან კინასტისა და იოჰიმ შუტის, მიერ მომზადებულ სტატიას დორტმუნდის თავდამსხმელზე, რობერტ ლევანდოვსკიზე.

ბაიერნის კიდევ ერთი შიში, რომელიც ზაფხულში დამთავრდება?

ბუნდესლიგის მომდევნო ტურს რობერტ ლევანდოვსკი წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, თუმცა პოლონერი ლეგიონერი, გერმანიის თასზე, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. 24-წლის თავდამსხმელისთვის, შესაძლო მომავალ კლუბთან, თამაში ადვილი არ იქნება.

რობერტ ლევანდოვსკი უკვე ბაიერნზე ფიქრობს?

დორტმუნდის ბორუსიის საუკეთესო გოლეადორი, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის ეგიდით, კონტრაქტის გახანგრძლივებას მიმდინარე ხელშეკრულების ამოწურვამდე არ აპირებს. პოლონელ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები დორტმუნდს 2014 წლის ზაფხულამდე ეკუთნის. ფეხბურთელის კონსულტანტმა, კასარი კუშარსკიმ განაცხადა: "რობერტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ფეხბურთელი თავად გადაწყვეტს როდის განუცხადოს პრესას საკუთარი გადაწყვეტილება".

ყველაფერი ნათელია: 28 მილიონად შეფასებული პოლონელი დორტმუნდს დატოვებს

სავარაუდო მიზანი: ბაიერნი! გასარკვევი ისღა დარჩა მიმდინარე ზაფხულშივე შეუერთდება ლევანდოვსკი მიუნხენურ კლუბს, თუ დიდი სატრანსფერო ფასის გამო 2014 წელს შეუერთდება რეკორდმაისტერს.

რამდენად ფიქრობს ლევანდოვსკი ბაიერნზე? "ამჟამად კონცენტრირებული მხოლოდ დორტმუნდზე ვარ. ყველაფერ სხვას ყურადღებას არ ვაქცევ", - ამბობს რობერტი.

იურგენ კლოპი სიტუაციას აწყნარებს: "რობერტ ლევანდოვსკის კონსულტანტი რომელ გადაცემაში რა თარიღებზე იმსჯელებს სულ არ მაინტერესებს. ყველაფრის საქმის კურსში ვარ რასაც რობერტი ფიქრობს. ლევანდოვსკი დასვენებულია და მოუთმენლად ელის მოედანზე გასვლას".

რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის ბაიერნთან შესანიშნავი კოეფიციენტი აქვს: ბოლო ოთხი შეხვედრიდან პოლონელმა ფეხბურთელმა სამჯერ ითამაშა ბავარიელების წინააღმდეგ. კლოპი პოზიტიურადაა განწყობილი: "ამ სამყაროში იმ მცირე რაოდენობის გუნდებს მივეკუთვნებით, რომელთაც მიუნხენის ბაიერნის დამარცხება ძალუძთ. წინ დაძაბული მატჩი გველის, გადაწყვეტილი არაფერი არაა".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.