» » ბრანკინი: სუარესის ტრანსფერის შანსები თანაბარია

ბრანკინი: სუარესის ტრანსფერის შანსები თანაბარია

23-03-2013, 17:01 admin ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

ბრანკინი: სუარესის ტრანსფერის შანსები თანაბარია
FIFA-ს აგენტმა ჯოვანი ბრანკინმა Football Italia-სთან საუბარში 26-წლის ურუგვაელი ფეხბურთელის, ლუის სუარესის, სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიერნს და იუვენტუსს თანაბარი შანსები აქვთ.

"ლუის სუარესის აგენტი არ ვარ, თუმცა პეპ გვარდიოლას ძმასთან ვთანამშრომლობ. ამიტომ საკუთარ მოსაზრებას გამოვთქვავ 26-წლის ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერზე მიუნხენურ კლუბში", - ამბობს ბრანკინი

"ამჟამად პეპ გვარდიოლას ძმა აწარმოებს საქმეებს ესპანელი მწვრთნელის ნაცვლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუარესი ავტომატურად მიუნხენის ბაიერნში გადავა. ამ მომენტისთვის არ გამიგია, რომ მიუნხენელები მერსესაიდელებს შეხმიანებოდნენ ურუგვაელი ფეხბურთელის საკითხზე. თავის მხრივ, ლუის სუარესის საკითხზე ლივერპულშიც არავის არაფერი უთქვამს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 26-წლის ფეხბურთელის ოჯახი ინგლისში ყველაფრით კმაყოფილია, თუმცა დადგა მომენტი როდესაც სუარესმა ცხოვრებიუსეული არჩევანი უნდა გააკეთოს".

გაცნობებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი, transfermarkt-ზე დაყრდნობით, € 36.000.000 შეადგენს. მიმდინარე კონტრაქტი ლუის სუარესს მერსესაიდულ კლუბთან 2018 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

მოგეხსენებათ, ურუგვაელი ფეხბურთელისთვის ბაიერნის გარდა ტურინის იუვენტუსიც გამოხატავს ინტერესებს. ჯოვანი ბრანკინმა იტალიური კლუბის შანსებზეც ისაუბრა.

"შეუძლია იუვენტუსს სუარესის გადაბირება? დიახ, მაგრამ თუ ურუგვაელი ფეხბურთელი იუვენტუსში გადასვლას არაპრაქტიკულად შეაფასებს, იტალიელებისთვის ცუდი სიახლე იქნება ნამდვილად", - ამბობს ჯოვანი ბრანკინი.

"ნებისმიერ შემთხვევაში თუ ტურინის იუვენტუსი მოახერხებს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენურ კლუბს გამოთიშავს ასპარეზობას, ურუგვაელი ფეხბურთელის არჩევანში ეს ფაქტი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს", - დაასრულა FIFA-ს აგენტმა კომენტარი Football Italia-სთან.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში მთლიანად ყველა ტურნირზე სულ 42 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა, 13 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3535 წუთი დაჰყო მოედანზე.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.