» » ლივერპული სუარესის შენარჩუნებას ცდილობს

ლივერპული სუარესის შენარჩუნებას ცდილობს

26-03-2013, 14:14 admin ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

ლივერპული სუარესის შენარჩუნებას ცდილობს
ინგლისურ სპორტულ გამოცემა Daily Mail-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნი ლუის სუარესის სატრანსფერო უფლებების ყიდვისთვის მზადაა ერთ-ერთი მთავარი კოზირი პეპ გვარდიოლას ძმა გამოიყენოს.

გაცნობებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის ძმა 27-წლის ლუის სუარესის აგენტია. მიუხედავად აღნიშნული უპირატესობა ტურინის იუვენტუსი განაგრძობს ურუგვაელი ეხბურთელისთვის ბრძოლას და აღიარებს კიდეც, რომ ბაიერნი გაცილებით კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც სოლიდური სატრანსფერო ბიუჯეტი შესთავაზეს, რათა მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო იუპ ჰაინკესის შემდეგ, ლუის სუარესი დაისახა, როგორც ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი.

მიუნხენურმა კლუბმა უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა შემდეგ სეზონში და პერემ, პეპ გვარდიოლას ძმამ, პირობა დადო, რომ ლუის სუარესს მიუნხენის ბაიერნს ურჩევს, თუკი თავად ფეხბურთელი რჩევას კითხავს.

ტურინის იუვენტუსი 26-წლის ურუგვაელი ფეხბურთელისთვის ბრძოლას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გრანდი გაცილებით მომგებიან პოზიციაში იმყოფება და სუარესის გადაბირების შანსებიც მეტი აქვს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის საპრიზო ფონდი 40 მილიონ ევროს შეადგენს (ლივერპულმა სუარესი 40 მილიონ ევროდ შეაფასა), მაშინ იტალიელებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის დამარცხება და 40 მილიონის მოპოვება, რათა ლუის სუარესისთვის ბრძოლაში შანსები გაიუმჯობესოს.

რათქმაუნდა აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო დაძაბულს და საინტერესოს გახდის ამ ორი გრანდის დაპირისპირებას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინული კლუბისთვის სუარესი მთავარი სატრანსფერო მიზანია, იტალიელები ასევე ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავენ ალექსი სანჩესის ყიდვას, თუ რათქმაუნდა ბაიერნი გადაიბირებს ურუგვაელ ფეხბურთელს.

ინგლისში, ლივერპულის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ 26-წლის თავდამსხმელი მერსესაიდულ კლუბში დარჩება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებს მცირე შანსს უტოვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.