» » BILD: ბაიერნი არტურო ვიდალით კვლავ ინტერესდება

BILD: ბაიერნი არტურო ვიდალით კვლავ ინტერესდება

26-03-2013, 16:08
0131
გთავაზობთ ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტების, მარიო ვოლპესა და კაი პისოტას მიერ მომზადებულ თავისუფალ სტატიას არტურო ვიდალის მიმართ მიუნხენის ბაიერნის ინტერესების შესახებ.

მამა მია, ეს უკვე არასწორია!

მიუნხენის ბაიერნსა და ტურინის იუვენტუსს შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიური პრესა სენსაციურ ჭორს ავრცელებს, რომ რეკორდმაისტერი არტულო ვიდალით კვლავინდებურად ინტერესდება.

2011 წელს ბავარიული გრანდი არტურო ვიდალთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ლევერკუზენის მაშინდელი ფეხბურთელი დათანხმდა კიდეც ბაიერნში გადასხვლას. მაშინ ვიდალმა განაცხადა, რომ ის უკვე "მიუნხენელი იყო", თუმცა შემდეგ მოულოდნელად, ჩილელმა ფეხბურთელმა ტურინის იუვენტუსს მიაშურა, რაც ბავარიული კლუბის ბოსების უკმაყოფილების საბაბი გახდა.

სიტუაცია განმეორდა, ბაიერნს ვიდალი სურს! რეალობა თუ უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის დაწყებამდე არეულობის მოწყობის მცდელობა?!

ფაქტი: ტურინული სპორტული გაზეთის Tuttosport-ის ცნობით გასულ კვირას კარლ-ჰაინც რუმენიგე ანდრეა ანელის შეხვდა და ვიდალთან დაკავშირებით მიუნხენური კლუბის ინტერესები ამცნო. როგორც Tuttosport-ი გვატყობინებს თავად ანელიც მომხრეა არტურო ვიდალის ტრანსფერისა.

საკმაოდ გასაკვირია. განსაკუთრებით: რომელ პოზიციაზე ითამაშებს ვიდალი? იმ პოზიციაზე სადაც ჩილელმა ფეხბურთელმა შეიძლება ითამაშოს, ბასტიან შვაინშტაიგერი და ხავი მარტინესია. სავსებით რეალურია, რომ პეპ გვარდიოლა ხავი მარტინესს დაცვის ცენტრში ხედავს, რომელ პოზიციაზეც ესპანელი ფეხბურთელი ბილბაოში დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა.

25 მილიონზე ნაკლებად ტურინის იუვენტუსი 25-წლის ნახევარმცველს არ შეელევა.

მაგრამ, გადაიხდის ბაიერნის ამხელა თანხას? განსაკუთრებით იმ ფეხბურთელზე, რომელზეც ჯერ კიდევ განაწყენებულია...

გაცნობებთ, რომ transfermarkt-ზე დაყრდნობით 25-წლის ჩილელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 30.000.000 შეადგენს. არტურო ვიდალს მიმდინარე კონტრაქტი ტურინის იუვენტუსთან 2016 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..