» » ბაიერნი - ბარსელონა, ყველა ბილეთი გაყიდულია!

ბაიერნი - ბარსელონა, ყველა ბილეთი გაყიდულია!

12-04-2013, 19:15 admin სხვადასხვა 0

ბაიერნი - ბარსელონა, ყველა ბილეთი გაყიდულია!
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნი კატალონიის ბარსელონას შეხვდება. როგორც TZ-online იტყობინება ალიანს არენაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია.

ჯერ კიდევ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩამდე, ტურინის იუვენტუსთან, რეკორდმაისტერს 200 000-ზე მეტი მოთხოვნა შემოუვიდა 1/2 ფინალურ ეტაპზე ბილეთების ყიდვის თაობაზე.

შესაბამისად ბილეთების შეკვეთა 21-მარტამდე იყო შესაძლებელი. ასევე გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ალიანს არენაზე 67.812 მაყურებელი ეტევა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნმა გასულ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ტურინის იუვენტუსი 0:2 დაამარცხა, ამავე ანგარიშით სძლია რეკორდმაისტერმა ბიანკონერი ალიანს არენაზე.

მიუნხენური კლუბი კატალონიის ბარსელონას 23 აპრილს უმასპინძლებს ალიანს არენაზე, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1 მაისს შედგება. კიდევ ერთი გერმანული კლუბი, დორტმუნდის ბორუსია, 24 აპრილს დაუპირისპირდება რეალს, ხოლო საპასუხო შეხვედრა, მადრიდში, 30 აპრილს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.

TZ-online-ს ცნობით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის, ბაიერნი - ბარსელონა, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა შანსები საკმაოდ მცირეა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.