» » ბაიერნი - ნიურნბერგი 4:0 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ბაიერნი - ნიურნბერგი 4:0 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

14-04-2013, 01:13 admin მიმოხილვა / მთავარი ამბები 0

ბაიერნი - ნიურნბერგი 4:0 (მატჩის შემდგომი კომენტარები)
გთავაზობთ ბუნდესლიგის XXIX ტურის მატჩის, ბაიერნი - ნიურნბერგის 4:0, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების კომენტარებს.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ფეხბურთელებმა საკუთარი თავის გამოჩენის შანსიი მიიღეს და უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში ადგილს. ნაკისრ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. უდიდესი მოტივაცია ჰქონდათ ფეხბურთელებს. მინდა მათ წინაშე ქედი მოვიხარო. უბრალოდ ვტკბები ფეხბურთით, რომელიც დღეს ბაიერნმა აჩვენა".

იუპ ჰაინკესი: "დღევანდელმა თამაშმა გვიჩვენა რაოდენ დიდი პროფესიონალები არიან ჩვენი ფეხბურთელები. ძალიან კარგია, როდესაც სეზონის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ლავირების დიდი საშუალება გაქვს და როტაციას მიმართავ. გუნდი სიამოვნებას იღებს ფეხბურთისგან. დღევანდელმა გამარჯვებამ გუნდის შიგნით არსებული მოტივაცია დაგვანახა, ყველას გამარჯვება სურს. შეხვედრის პირველ ნახევარში შესანიშნავად ვთამაშობდით! გუნდურობა იგრძნობოდა და ფეხბურთელებიც გამუდმებით მოძრაობდნენ. შესანიშნავია! თითოეულმა მათგანმა შეიძლება ნებისმიერ დროს ითამაშოს. მიმდინარე სეზონში ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ, როგორც გუნდი. ისინი ვისაც თამაშის საშუალება არ მიეცა, ჯერ კიდევ ელოდებიან შანსს. რათქმაუნდა, გერმანიის თასზე ბაიერნი სხვა შემადგენლობით ითამაშებს. უკვე ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ მოგველის".

მაიკლ ვაიზინგერი (ნიურნბერგის მწვრთნელი): "შეხვედრის პირველ ნახევარში ინიციატივა მოწინააღმდეგეს დავუთმეთ. პირველივე წუთებიდანვე საკმარისად მონდომებულები არ ვიყავით და შესაბამისად ერთი შანსიც არ გვქონია. მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო ნიურნბერგის მიერ ნაჩვენები პირველი ტაიმის გამო. შეხვედრის მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, დღევანდელი 90-წუთი ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ნიურნბერგის არცერთი ფეხბურთელი 100%-ით არ დახარჯულა".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.