» » ბარსელონა - ბაიერნი 0:3 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ბარსელონა - ბაიერნი 0:3 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

2-05-2013, 14:03
0166
გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის, ბარსელონა - ბაიერნის 0:3, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების კომენტარებს.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ვინმემ გამომაფხიზლეთ! მსოფლიოს საუკეთესო გუნდს მიუნხენში 4:0 მოვუგეთ, ხოლო ესპანეთში საკუთარ კედლებში 3:0 დავამარცხეთ. წარმოუდგენელია! 1:0 შემდეგ თავს უფლება მივეცი ცოტა მოვდუნებულიყავი. კარგად მესმოდა, რომ ბარსელონას ექვსი გოლი უნდა გაეტანა რაც წარმოუდგენელი იყო. ბაიერნმა შეძლო და ბარსელონას წინააღმდეგ ორჯერ ბწყინვალედ ითამაშა, თუმცა თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. უმძიმესი ბრძოლების შემდეგ შევძელით და უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე მესაედ გავედით ფინალში. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს! ლონდონში ტავდაჯერებულები ჩავალთ. ვფიქრობ, შესანიშნავი შანსები გვაქვს მოვიგოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი".

მატიას ზამერი: "ბარსელონას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბაიერნი უკეთესო აღმოჩნდა. ზუსტად ამის დემონსტრირება გვინდოდა. ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ და სწორ გზაზე ვიმყოფებით. ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა!"

იუპ ჰაინკესი: "გუნდური თამაშით საკმაოდ ძლიერები ვართ და წარმატებისკენ მივისწრაფით. ბარსლონასთან ჩატარებულმა ორივე შეხვედრამ აჩვენა, რომ შეგვიძლია უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. საკმაოდ სწრაფად, ორგანიზებულად, ტაქტიკურად შემოქმედებითად, მჭიდროდ ვთამაშობთ და დაცვიდან კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ გადავდივართ. ჩვენ გუნდი ვართ!".

არიენ რობენი: "მიუნხენში 4:0, კამპ ნოუზე 3:0 - ნამდვილი ისტორიაა! შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეულით და ბრწყინვალე გამარჯვებით დავტკბეთ. შესანიშნავი ატმოსფეროა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის საუკეთესო გუნდი ორჯერ დავამარცხეთ, მეტი რაღა უნდა ისურვო? შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენს. ერთ მუშტად შეკრულნი ვთამაშობთ. კმაყოფილნი ვართ ფინალში გასვლით და რათქმაუნდა გამარჯვება გვსურს".

ფილიპ ლამი: "ბარსელონა უმაღლესი დონის გუნდია და ორჯერ მოპოვებული ბწყინვალე გამარჯვება მძიმე სამუშაოს შედეგად მივაღწიეთ. ბაიერნში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, რაც კატალონიელების დამარცხების მთავარი წინაპირობა გახდა. ორი მატჩის ჯამში რეზულტატი უბრალოდ წარმოუდგენელია".

ხავი მარტინესი: "ჩემი მეგობრების უმრავლესობა ბარსელონას გულშემატკივრობდა, თუმცა ყველანი გახარებულნი არიან ჩემი წარმატებით. საკმაოდ ხშირად ვთამაშობდი კატალონიელების წინააღმდეგ და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე აქამდე გამარჯვება. სწორედ ამიტომ გადმოვედი ბაიერნში. უზომოდ გახარებული ვარ. ორივე შეხვედრაში ბრწყინვალედ ვთამაშობდით".

დენიელ ვან ბუიტენი: "ვიცოდით, რომ ბარსელონას რევანშის წყურვილი ჰქონდა. ადვილი არ იყო, მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყავით და ახლა უკვე გამარჯვებით ვტკბებით. ყველას დავუმტკიცეთ, რომ ბაიერნი ტოპ-გუნდია. ჩვენ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ეფექტური ფეხბურთიც ვაჩვენეთ".

დავიდ ალაბა: "ის რაც გავაკეთეთ უბრალოდ წარმოუდგენელია! დამსახურებულად გავედით ფინალში".

სანდრო როსელი (ბარსელონას პრეზიდენტი) "მინდა ბაიერნს მივულოცო ფინალში დამსახურებულად გასვლა. გერმანელები ჩვენზე გაცილებით კარგად თამაშობდნენ. ვფიქრობ მთლიანი ანგარიში 7:0 შეიძლებოდა ცოტა ნაკლებიც ყოფილიყო, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ბაიერნი დაუმსახურებლად გავიდა ფინალში. ჩვენ ჯერ კიდევ მიუნხენში დავკარგეთ ფინალში გასვლის ყველა შანსი. ვფიქრობ, რომ ამჟამად ევროპის საუკეთესო კლუბია და ფინალში აუცილებლად გაიმარჯვებენ".

ხერარდ პიკე "ყველაფრის გაკეთება ვცადეთ, რაც შეგვეძლო. ჯერ კიდევ შესვენებამდე გვსურდა გოლის გატანა. ასე რომ მომხდარიყო, შესაძლოა სიტუაცია შეცვლილყო. მინდა ბაიერნს მივულოცო, რომელთაც ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..