მადრიდის რეალს იუპ ჰაინკესი სურს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მადრიდის რეალს იუპ ჰაინკესი სურს

მადრიდის რეალს იუპ ჰაინკესი სურს

16-05-2013, 13:32 admin ჭორები / მთავარი ამბები 0

მადრიდის რეალს იუპ ჰაინკესი სურს
სეზონის დასასრული ახლოვდება და პრესაში კვლავ გააქტიურდა იუპ ჰაინკესის თემა. როგორც ესპანური სპორტული გამოცემები იუწყებიან მადრიდის რეალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეკორდმაისტერის დამრიგებელს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, დატოვებს მადრიდის რეალს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა B გეგმად ჰაინკესის გადმობირებას განიხილავს.

მიმდინარე სეზონში იუპ ჰაინკესის გუნდმა დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა. რეკორდმაისტერმა დამაჯერებლად მოპიოვა ბუნდესლიგის ჩემპიონობა, გავიდნენ გერმანიის თასის ფინალში და ასევე დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის მოგებისაც.

სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სასურველ კანდიდატურად პარიზ სენტ-ჟერმენის დამრიგებელს კარლო ანჩელოტის განიხილავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სპეციალისტის პასუხი უარყოფითი იქნება ესპანელები იუპ ჰაინკესისთვის აპირებენ შეთავაზების გაკეთებას.

პრესაში გავრცელებულ ხმებს იუპ ჰაინკესი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ასაკი არ აძლევს საზღვარგარეთ მუშაობის საშუალებას, თუმცა სეზონის დასრულებამდე ყველაფერი ერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რეკოდმაისტერს კატალონიური კლუბის ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გადაიბარებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.