» » ნეტცერი: გვარდიოლა ბაიერნს დიდ წარმატებას მოუტანს

ნეტცერი: გვარდიოლა ბაიერნს დიდ წარმატებას მოუტანს

4-08-2013, 10:17 admin სიახლეები / მთავარი ამბები 0

ნეტცერი: გვარდიოლა ბაიერნს დიდ წარმატებას მოუტანს
მიონხენგლადბახის ბორუსიას ყოფილმა ვარსკვლავმა გიუნტერ ნეტცერმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას მოსვლა რეკორდმაისტერის დეგრადირებას არ გამოიწვევს, პირიქით აბსოლიტურად სხვა განზომილებაში გადაიყვანს.

68-წლის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას ხელში ბაიერნი, უდავოდ, გაიბრწყინებს. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა გასულ სეზონში, იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიპოვა.

მიუხედავად გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის ბორუსიასთან 4:2 მარცხისა ნეტცერი განმარტავს, რომ აღნიშნული შედეგით მომავალ სეზონზე ვერ იმსჯელებ და დაამატა, რომ გვარდიოლას გარკვეული დრო სჭირდება ახალი როლის მოსარგებად.

"ახალი სეზონიდან დორტმუნდის ბორუსია ბაიერნის ყველაზე დიდი მტერი გახდება. ვერ ვხედავ ვერავის ვინც შეიძლება მათ კონკურენცია გაუწიონ", - ამბობს ნეტცერი Bild-თან ინტერვიუში.

"ბაიერნს ისეთი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს, როგორიც კლუბის ისტორიას აქამდე არ ახსოვს, რაც წინაპირობაა უდიდესი წარმატებისა და სწორედ ამიტომ ვფიქრომ, რომ ბაიერნი ახალი სეზონიდან კიდევ უფრო გაიბრწყინებს".

"გვარდიოლას დანიშვნასთან დაკავშირებით არანაირი ზედმეტი კითხვა არ არსებობს. ფეხბურთელები უნდა გაუმკლავდნენ ახალ დამრიგებელს და შეასრულონ მისი დავალებები, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია".

"ბაიერნის ფეხბურთელები ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში არიან და ისეთმა დავალებამ რაც ადრე არ ჰქონიათ შესაძლოა ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვიოს. გვარდიოლა საკუთარი იდეების ტესტირების პროცესშია და სწორედ ამან განაპირობა ფეხბურთელების გაოცება. ეს მისი გეგმაა გუნდი მოწინააღმდეგისთვის აბსოლიტურ მოულოდნელობად გარდაქმნას".

"საბოლოოდ მუშაობა ტაქტიკაზე დაიწყება. გვარდიოლა არასდროს ყოფილა წინააღმდეგი ფეხბურთელების თხოვნები შეესრულებინა მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე".

"ლევანდოვსკი დორტმუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და მე მას ძალიან ვაფასებ. ბორუსიელებისთვის ლევანდოვსკი მნიშვნელოვანია რათა ბაიერნს კონკურენცია გაუწიონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ლევანდოვსკი პროფესიონალურად მოიქცევა და პატივს სცემს მის ამჟამინდელ კონტრაქტს დორტმუნდელებთან".

"მუქარა არაფრის მომტანი იქნება. ლევანდოვსკიმ რეალობას უნდა შეხედოს და პატივი სცეს მის ამჟამინდელ კლუბს", - დაასრულა გიუნტერ ნეტცერმა Bild-თან ინტერვიუ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.