» » ფრაიბურგი - ბაიერნი 1:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ფრაიბურგი - ბაიერნი 1:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

27-08-2013, 23:09 admin მიმოხილვა / მთავარი ამბები 0

ფრაიბურგი - ბაიერნი 1:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)
გთავაზობთ ბუნდესლიგის IV ტურის მატჩის, ფრაიბურგი - ბაიერნის 1:1, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების კომენტარებს.

პეპ გვარდიოლა: "ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 1:0 ვიგებდით ბუნდესლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გამუდმებით გადაცემას მეტოქის ნახევრისკენ ვასრულებდით და მომენტებს ვქმნიდით. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით".

ფილიპ ლამი: "ვერავის დავადანაშაულებთ საკუთარი თავის გარდა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამწუხარო გოლი მივიღეთ ჩვენს კარში. ამ მომენტამდე რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა ანგარიში 2:0 გაგვეხადა. ასე რომ მომხდარიყო შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა. გასულ შეხვედრებშიც ასევე ვერ გამოვიყენეთ მომენტები დღეს კი ფრაიბურგმა დაგვსაჯა".

კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მწვრთნელი): "ბაიერნის წინააღმდეგ თამაშს საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. არ უნდა დანებდე, მიუხედავად იმისა გაგიტანეს თუ არა გოლი. მიუნხენური კლუბის წინააღმდეგ თამაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რთულია. რეკორდმაისტერის თამაში გამუდმებულ ბურთის ფლობაზეა დამყარებული. გაგვიმართლა და ბაიერნთან შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვება შევძელით".

ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგის მეკარე): "დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ტრიბუნების მხარდაჭერამ გაგვამხნევა და შეტევაზე ფიქრის ჟინი მოგვცა. გასაოცარია შეხვედრის ბოლოს ყველაფერი როგორ შეიცვალა. მიუნხენური კლუბის ფეხბურთელები გამუდმებით კონტრშეტევებზე ფიქრობდნენ და ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. ყველამ დაინახა, რომ ტურიდან-ტურამდე უფრო ვძლიერდებით. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევთ. კრისტიანი მართალი აღმოჩნდა".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.