» » ბაიერნი - ჩელსი 2:2 (5:4) (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ბაიერნი - ჩელსი 2:2 (5:4) (მატჩის შემდგომი კომენტარები)

31-08-2013, 08:15 admin მიმოხილვა / მთავარი ამბები 0

ბაიერნი - ჩელსი 2:2 (5:4) (მატჩის შემდგომი კომენტარები)
გთავაზობთ უეფას სუპერთასის მატჩის, ბაიერნი - ჩელსის 2:2 (5:4), შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების კომენტარებს.

მატიას ზამერი: "ეს ტიტული საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან წარმატება აუცილებლად გვჭირდება გერმანიის სუპერთასზე მარცხის შემდეგ, რაც სამწუხარო ამბავი იყო ჩვენთვის. დღესაც რომ წაგვეგო სიტუაცია უფრო დაგვიმძიმდებოდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ფორმის პიკში, თუმცა მაქსიმალურად მივუახლოვდით. მინდა გუნდს მივულოცო! იუპ ჰაინკესსა და პეპ გვარდიოლას! მატჩამდე და შეხვედრის მიმდინარეობისას ესპანელი ძალიან კარგად უძრვებოდა გუნდს და შესანიშნავი სამუშაო გასწია".

პეპ გვარდიოლა: "ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იუპ ჰაინკესით, რომელიც გუნდში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო და მთავარი მიზეზი გახლდათ, რატომაც დღეს ჩვენ სუპერთასზე ვთამაშობდით. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჰაინკესს. ისევე როგორც წინა შეხვედრებში ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გამუდმებით ვუტევდით. ბიჭებმა ნამდვილი ხასიათი გამოამჟღავნეს.

ფრანკ რიბერი: "ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი შესანიშნავი მომენტი გვქონდა. შეხვედრის უკანასკნელ წამამდე ვიბრძოდით. ძალიან ბედნიერი ვარ! ყურებამდე შეყვარებული ვარ ბაიერნზე. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, ეს ჩემი ოჯახია, მოედანზე სიამოვნებას ვიღებ და არც დღევანდელი მატჩი ყოფილა გამონაკლისი. გვარდიოლასთვის ადვილი არ ყოფილა, რომელიც დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პეპ გვარდიოლასთვის".

მანუელ ნოიერი: "საბედნიეროდ ამჯერად პენალტების სერიის ჩვენს სასიკეთოდ დამთავრება შევძელით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. შესანიშნავად ჩავატარეთ ჩვენი სერია, რასაც დიდი სიამოვნებით ვნახავდი 2012 წლის ფინალზეც. როგორ მოვახერხე ბურთის მოგერიება? უბრალოდ შევეცადე რეაგირება იმ მხარეს მომეხდინა საითაც ფეხბურთელი მოძრაობდა. გადავწყვიტე მარცხნივ გადავმხტარიყავი".

ხავი მარტინესი: "ბედნიერი ვარ. დღეს საკმაოდ რთული მატჩი ჩავატარეთ ტოპ-კლუბის წინააღმდეგ. საკმაოდ მძიმე იყო. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან გერმანიის სუპერთასზე წელს დავმარცხდით. ბედნიერები ვართ".

ჟოზე მოურინიო (ჩელსის მწვრთნელი): "დღეს ერთ-ერთი საუკეთესო სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. როგორც წესი, შეხვედრების უმეტესობა ასეთ მაღალ დონეზე და ინტენსივობით არ ტარდება. ძალიან კარგი დაპირისპირება იყო, თუმცა ვთვლი, რომ საუკეთესო გუნდი დამარცხდა. ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ესეთებიც ხდება. პირველ ტაიმში საუკეთესონი ვიყავით, მეორე ნახევარში 20 წუთის განმავლობაში პრობლემები გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულნი ვიყავით მაინც ვჯობდით ბაიერნს. ბაიერნმა გაიმარჯვა, პენალტები უკეთესად შეასრულეს ვიდრე ჩვენ. მინდა მივულოცო მათ!".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.