» » ლევანდოვსკი: ბაიერნში იანვარში გადავალ

ლევანდოვსკი: ბაიერნში იანვარში გადავალ

25-09-2013, 14:43 admin ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

ლევანდოვსკი: ბაიერნში იანვარში გადავალ
რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე კონტრაქტი ბორუსიელებთან სეზონის ბოლოს ეწურება, Sport1-თან ინტერვიუში პოლონელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ახალი წლის შემდეგ, იანვრიდან, მიუნხენის ბაიერნთან მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს.

შეგახსენებთ, რომ 25-წლის თავდამსხმელის მიმართ პრესაში სპეკულაციები დღემდე არ წყდებოდა და საბოლოოდ ლევანდოვსკიმ დაუსვა მითქმა-მოთქმას წერტილი განაცხადა რა, რომ რეკორდმაისტერტერთან პრე-კონტრაქტს იანვარში გააფორმებს.

რობერტ ლევანდოსვკის სიგნალ იდუნა პარკის დატოვება მიმდინარე სეზონის ზაფხულის სატრაფსერო პერიოდშიც სურდა, თუმცა დორტმუნდის ბორუსიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელის შენარჩუნება და რეკორდმაისტერში გადაბარგების უფლება არ მისცა.

25-წლის პოლონელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნს კონკურენტი არ ჰყავს. გერმანიის თასზე მიუნხენ 1860-ის დამარცხების შემდეგ რობერტ ლევანოვსკიმ განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი ალიანს არენაზე გადმოსვლა გახლავთ.

როდესაც Sport1-ის ჟურნალისტმა რობერტ ლევანდოვსკის ჰკითხა, რომ ადასტურებდა თუ არა იანვარში მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გაფორმებას, პოლონელმა უპასუხა: "დიახ, იანვარში ოფიციალურად შევძლებ მოვაწერო კონტრაქტს ხელი".

პოლონელმა თავდამსხმელმა, რომელიც დორტმუნდში 2010 წელს ლეხ პოჟანიდან € 4.5 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა, 149 შეხვედრიდან 80 გოლის გატანა მოახერხა. transfermarkt-ზე დაყრდნობით 25-წლის ლევანდოვსკის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 39.000.000 შეადგენს.

გაცნობებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი იანვარში მიუნხენელებთან პრე-კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო ალიანს არენაზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადმობარგდება და ბავარიულ ფორმას მოირგებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.