» » ბაიერნი - ჰანოვერი 4:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ბაიერნი - ჰანოვერი 4:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

26-09-2013, 02:50 admin მიმოხილვა / მთავარი ამბები 0

ბაიერნი - ჰანოვერი 4:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)
გთავაზობთ გერმანიის თასის 1/16 ფინალური შეხვედრის მატჩის, ბაიერნი - ჰანოვერის 4:1, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების კომენტარებს.

პეპ გვარდიოლა: "შესანიშნავად ვთამაშობდით, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი ისეთ დალაგებულ ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობდით. გაოცებული ვარ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩემი გუნდის თამაშით. ჩვენ შემტევის მენტალიტეტით ვთამაშობდით. საკმაოდ რთული შეხვედრა მოვიგეთ დიდ გუნდთან. ჰანოვერის თამაშმა გამარკვირვა. მხოლოდ 11 ფეხბურთელით შეხვედრის მოგებას ვერ შევძლებთ, ეს შეუძლებელია. ბაიერნში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაც შეუძლიათ მაღალ დონეზე შეხვედრების ჩატარება".

კლაუდიო პიზარო: "ჩვენს შანსებს თუ ვიყენებთ ბაიერნის შეჩერება საკმაოდ ძნელი ხდება. 2:0-ის შემდეგ ისე კარგად ვეღარ ვთამაშობდით. ჰანოვერის წინააღმდეგ ყურადღების მოდუნება კიდევ დასაშვებია, თუმცა დიდ გუნდებთან ამგვარი საქციელი 2:0-ის დროს დამღუპველი იქნება".

ტომას მიულერი: "გერმანიის თასის გათამაშება ეს თავისებური ტურნირია. ეს ყველაზე სწრაფი გზაა ტიტულისკენ. ბერლინზე კარგი მოგონებები გვაქვს შემორჩენილი, შესაბამისად იქ ჩასვლა კიდევ ერთხელ გვუსრს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ბერლინისკენ".

შერდან შაქირი: "როგორც წესი დიდი გუნდები სუსტებთან კარგავენ ქულებს. ეს ხომ თასია. ამიტომ ყოველთვის საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია. დღეს ჩვენ ყველაფერი კარგად გამოგვივიდა".

მირკო სლომკა (ჰანოვერ 96-ის მწვრთნელი): "ძალიან მალე გავუშვით გოლი და 30-ე წუთზე უკვე 2-0 ვაგებდით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ერთი ბურთის გაქვითვა მოვახერხეთ, თუმცა მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში აშკარა იყო, რომ ბაიერნს კიდევ უფრო დიდი პრობლემების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდა. დღეს ჩვენი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ გერმანიის თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ".

ლეონარდო ბიტენკორტი: "ბაიერნთან უკანასკნელი დაპირისპირებიდან ორი კვირის შემდეგ 0:0-ის იმედი გვქონდა თუმცა ჩვენმა იმედებმა არ გაამართლა. რამდენიმე კარგი შესაძლებლობა გვქონდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა, თუმცა მომენტებს გამოყენება სჭირდება".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.