» » ლევეკუზენი - ბაიერნი 1:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ლევეკუზენი - ბაიერნი 1:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)

6-ოქტ-2013, 10:00
0411
გთავაზობთ ბუნდესლიგის VII ტურის მატჩის, ლევერკუზენი - ბაიერნის 1:1, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების კომენტარებს.

მატიას ზამერი: "ჩვენი გუნდი მიზანდასახულად თამაშობდა. დაუჯერებელია, შეხვედრის უკანასკნელ წუთებამდე თავდადებით იბრძოდნენ. სწორედ მაშინ ვიფიქრე: ეს სწორედ ის დღეა, როდესაც 1:2 არ უნდა დავმარცხდეთ. კმაყოფილი ვართ მოპოვებული ერთი ქულით".

პეპ გვარდიოლა: "ფეხბურთელებს ვულოცავ. ახლა უკვე სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე ვართ. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით. ძალისხმევა არ დავუშურეთ და ძალიან კარგად ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი... ლენო შესანიშნავი მეკარეა".

ფილიპ ლამი: "გოლი ფეხბურთის ნაწილია. საკმარისი რაოდენობის ბურთი ვერ გავიტანეთ და საბოლოოდ მივიღეთ 1:1. სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ ასე მალე გავუშვით ბურთი. მიუხედავად ამისა, დროის გარკვეულ მონაკვეთში ბწყინვალედ ვთამაშობდით. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვდომინირებდით. ლევერკუზენს სულ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. ჩვენ ძალიან კარგად ვმოქმედებდით, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაშიც".

ფრანკ რიბერი: "პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით. ანგარიში 3:1 ან 4:1 უნდა დაფიქსირებულიყო. ლევერკუზენი ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა. ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით, რომლის გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი, კარგია, რომ არ დავმარცხდით. რაც მნიშვნელოვანია, ახლა უკვე პირველ ადგილზე ვართ".

სიმონ როლფესი (ლევერკუზენის კაპიტანი): "ასეთ შეხვედრებში უბრალოდ აუცილებელია სუპერ მეკარე გყავდეს. დღეს ლენომ მსოფლიო დონის თამაში აჩვენა. ყველამ იცის, როგორ თამაშობს ბაიერნი. გამუდმებით ბურთის კონტროლს ცდილობენ. ამიტომ საჭიროა თავისუფალი სივრცეები არ მივცეთ და კონტრშეტევები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი როდია".

ბერნდ ლენო (ლევერკუზენის მეკარე): "ვფიქრობდი, რომ ბევრი სამუშაო მექნებოდა, რადგან ბაიერნი ეს ხომ სუპერ-გუნდია. ასეთ მატჩებში მეკარეს ყოველთვის აქვს თავის გამოჩენის საშუალება. თამაშის თვალსაზრისით საგრძნობლად ჩამოვრჩებით რეკორდმაისტერს, რაც აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი ქებას იმსახურებს. ლომებივით ვიბრძოდით და ერთი ქულა დავიმსახურეთ".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..