» » მარტინესი: ფორმის აღსადგენად დრო მჭირდება

მარტინესი: ფორმის აღსადგენად დრო მჭირდება

8-11-2013, 15:49
095
მიუნხენის ბაიერნის ესპანელმა ლეგიონერმა, ხავი მარტინესმა, TZ-online-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ-თვიანი უქმობის შემდეგ ჯერ კიდევ არ აღუდგენია ფორმა 100%-ით, რისთვისაც მას კიდევ დაჭირდება გარკვეული დრო.

25-წლის ბასკი ფეხბურთელის განცხადებით ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად მას კიდევ სჭირდება გარკვეული დრო და სათამაშო პრაქტიკა. შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესს ქირურგიული ჩარევა სექტემბერში დასჭირდა და სულ ახლახანს დაბრუნდა მოედანზე.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ ძველ ფორმას კვლავ დავიბრუნებ. წარმოუდგენელია მედანზე დაბრუნებისთანავე კონდიციების სრული აღდგენა და ჩემი შესაძლებლობების 100%-ით გამომჟღავნება შევძლო", - ამბობს მარტინესი TZ-online-თან ინტერვიუში.

"მე ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც გარკვეული პერიოდი თამაშს ვერ ვახერხებდი. ჯერ კიდევ მჭირდება დრო. ამჟამად გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე მოველოდი. ახლა ინტენსიური ვარჯიშები მჭირდება".

"ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია ორ-თვიანი ტრავმის შემდეგი პერიოდისთვის. მსურს რაც შეიძლება მალე აღვიდგინო კონდიციები და კლავინდებურად 100%-ით შევძლო თამაში", - დაასრულა კომენტარი მარტინესმა.

25-წლის ბასკმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, სულ 6 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, უეფას სუპერთასზე ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..