» » TZ: არიენ რობენს ტეფრფზე პრობლემები აქვს

TZ: არიენ რობენს ტეფრფზე პრობლემები აქვს

19-11-2013, 12:37
0136
დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს კოლუმბიასთან. tz-online-ს ინფორმაციით აღნიშნულ შეხვედრაში არიენ რობენი ტერფის პრობლემების გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ბავარიელები იმედოვნებენ, რომ ჰოლანდიელი დორტმუნდთან მატჩისთვის დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჰამბურგის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ნაიჯელ დე იონგიც არ იქნება. როგორც tz-online იტყობინება არიენ რობენმა ტერფის ტრავმა იაპონიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) მიიღო. "არიენ რობენი კვლავ დაშავდა", - განაცხადა ლუის ვან გაალმა.

ლუის ვან გაალმა მიუნხენელებს იმედის მისცა, რომ ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი ბუნდესლიგის ტოპ-შეხვედრაზე თამაშს მოახერხებს. "საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის რობენისთვის მოედანზე გამოსვლა ადრეა, თუმცა ვფიქრობ დორტმუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს", - ამბობს ჰოლანდიელი სპეციალისტი.

ჯერ-ჯერობით სამედიცინო გამოკვლევის შედეგები პრესაში არ გავრცელებულა, ასე რომ არიენ რობენის დორტმუნდის ბორუსიასთან თამაში ბუნდოვანია. ბუნდესლიგის ტოპ-მატჩამდე ჯერ კიდევ 4 დღე რჩება, ამიტომ იმედი უნდა გვქონდეს, რომ რობენს სერიოზული არაფერი სჭირს და კონდიციების დროულად აღდგენას მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის ცენტრალუი შეხვედრა დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნს შორის 23 ნოემბერს თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..