» » ბეკენბაუერი: ლევანდოვსკი მანჯუკიჩზე უკეთესია

ბეკენბაუერი: ლევანდოვსკი მანჯუკიჩზე უკეთესია

20-11-2013, 15:24 admin სიახლეები 0

ბეკენბაუერი: ლევანდოვსკი მანჯუკიჩზე უკეთესია
მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა Sport Bild-თან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ დორტმუნდის ბორუსიის ამჟამინდელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, ალიანს არენაზე გადმოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მოუმატებს და განვითარდება.

როგორც ბეკებნბაუერი ამბობს პოლონელი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩს ჯობია და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხელგაშლილი შეეგებება რობერტ ლევანდოვსკის ალიანს არენაზე. შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელს მიმდინარე კონტრაქტი ბორუსიელებთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავად ლევანდოვსკის სურვილია რეკორდმაისტერში ტრანსფერი.

მიუხედავად იმისა, რომ მარიო მანჯუკიჩი 2012 წლიდან რეკორდმაისტერში ასპარეზობს და უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები, ბეკენბაუერი ფიქრობს, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნში უფრო განვითარდება და იდეალურად მოერგება მიუნხენურ გრანდს.

"მიუხედავად იმისა რამდენად კარგი ფეხბურთელია მანჯუკიჩი ვფიქრობ, რომ რობერტ ლევანდოვსკი კიდევ უფრო მოუმატებს და განვითარდება ბაიერნში. პოლონელი ფეხბურთელი ბურთს გაცილებით კარგად ფლობს და გადაადგილებაშიც მარიოზე უკეთესია. დიდებული იქნება თუ ლევანდოვსკი ბაიერნს მალე შემოუერთდება", - ამბობს ბეკენბაუერი Sport Bild-თან.

აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ბომბარდირთა ცხრილის სათავეშია გამაგრებული 12 შეხვედრიდან 9 გოლით და 5 შედეგიანი გადაცემით. შედარებისთვის მარიო მანჯუკიჩმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 12 შეხვედრიდან სულ 8 გოლი გაიტანა და არცერთი შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია.

transfermarkt-ზე დაყრდნობით პოლონელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 39 მილიონი ევროა, თუმცა ზაფხულში ლევანდოვსკის კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ გადმოვა მიუნხენში.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.