» » რიბერი: ოქროს ბურთს რონალდუც იმსახურებს

რიბერი: ოქროს ბურთს რონალდუც იმსახურებს

23-11-2013, 15:14 admin სიახლეები 0 40

მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა გარემარბმა, ფრანკ რიბერი, Kicker-თან გაკეთებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის მოგება ძალიან სურს, თუმცა ფეხბურთელი ასევე აღიარებს, რომ პრესტიჟული ტიტულისთვის ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუსაც ძალიან დიდი შანსები აქვს.

Kicker-თან საუბარში რიბერი ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატი და მისი კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუა. აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტიტულისთვის ლიონელ მესიც იბრძვის, რომელიც ოთხი წელია აღნიშნული პრიზის გამარჯვებული გახლდათ.

ფრანკ რიბერიმ ასევე კრიშტიანუ რონალდუსადმი ღრმა პატივისცემა გამოხატა, თუმცა დარწმუნებულია, რომ გასული სეზონის ბაიერნის ისტორიული წარმატება დაეხმარება ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუს დამარცხებაში.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ კრიშტიანუ რონალდო სუპერ ფეხბურთელია. უნდა ვაღიაროთ, რომ გამარჯვება პორტუგალიელმა ფეხბურთელმაც დაიმსახურა. მიუხედავად ამისა ყველაფერი გამოკითხვაზეა დამოკიდებული, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მშვიდად ვარ", - ამბობს რიბერი Kicker-თან ინტერვიუში.

კატალონიის ბარსელონას ლეგენდამ რისტო სტოიჩოვმა RMC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატი ფრანკ რიბერია.

"მიმდინარე წელს ლიონელ მესიმ მრავალში შეხვედრა გამოტოვა ტრავმების გამო. ვფიქრობ, აღნიშნულ ტიტულს რიბერი მოიპოვებს. ფრანგმა ფეხბურთელმა გასული სეზონი რეკორდმაისტერთან ერთად ბრწყინვალედ ჩაატარა და საფრანგეთის ნაკრებსაც დაეხმარა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში", - ამბობს რისტო სტოიჩოვი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..