» » რუმენიგე: რობენს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ

რუმენიგე: რობენს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ

9-12-2013, 15:48
084
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავარიული გრანდი გეგმავს 29-წლის ჰოლანდიელ შემტევ გარემარბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

გერმანულ პრესაზე დაყრდნობით რეკორდმაისტერის შტაბს სურს აუცილებლად გაახანგრძლივოს არსებული კონტრაქტი არეინ რობენთან, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და წამყვან ფეხბურთელად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ბავარიელებთან 2015 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. არიენ რობენმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, სულ 22 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1565 წუთი დაჰყო მოედანზე.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 29-წლის შემტევი გარემარბის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 22.000.000 € შეადგენს. შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი რეკორდმაისტერის რიგებში 2009 წლიდან ირიცხება.

"რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვგეგმავთ. ბაიერნში ყველა ძალიან ბედნიერია, რადგან არიენის ნაირი ფეხბურთელი თამაშობს მათთან ერთად. აღსანიშნავია ასევე, რომ რობენის ტრავმის გამო ჩვენი მოსაზრება უცვლელია. ბაიერნი იმითაცაა ცნობილი, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს. ასე მოხდა ჰოლგერ ბადშტუბერის შემთხვევაშიც", - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე აუგსბურგის გოლკიპერთან შეჯახების შემდეგ არიენ რობენმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ჰოლანდიელი სავარაუდოდ მსოლფიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ძველებურად ტკივილები მაწუხებს. ახლა ყველაზე მთავარია ძვალი კარგად შეხორცდეს. შევძლებ თუ არა იანვარში კატარში გუნდის შეკრებაზე წასვლას? ჯერ არ ვიცი", - განაცხადა 29-წლის ჰოლანდიელმა გარემარბმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..