» » მეტოქე ლონდონის არსენალი (კომენტარები)

მეტოქე ლონდონის არსენალი (კომენტარები)

17-12-2013, 04:28 admin სიახლეები / მთავარი ამბები 0

მეტოქე ლონდონის არსენალი (კომენტარები)
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დასრულდა. მიუნხენის ბაიერნი გასული სეზონის მსგავსად ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. კენჭისყრა ბაიერნის ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელებმა შეაფასეს.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "კალათში სხვა უფრო სასურველი გუნდებიც იყვნენ. 10 თვის წინ არსენალს უკვე ვეთამაშეთ და ვიცით, რომ ლონდონელებს პატივისცემით უნდა მოვექცეთ. ამჟამად ინგლისელებს კარგი ფაზა აქვთ, სტაბილური. ორი ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ და ვიმედოვნებთ ყველაფერი გასული სეზონის მსგავსად დასრულდება".

მატიას ზამერი: "მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ზამთრის შესვენების შემდეგ, პირველივე დღიდანვე მუშაობა უნდა დავიწყოთ. არსენალის წინააღმდეგ ორჯერ უფრო კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ".

ფილიპ ლამი: "კარგი ნიშანია, თუმცა მძიმე მეტოქე. ყველაზე რთული მეტოქე ჯგუფში მეორეადგილოსნებს შორის. რა თქმა უნდა ეს ის მეტოქე არაა, რომელსაც ვისურვებდით. არსენალი გაძლიერდა და სახიფათო გუნდია. მიუხედავად ამისა, 1/4 ფინალში გასვლა გვსურს".

მანუელ ნოიერი: "კარგად ნაცნობი და საინტერესო მეტოქეა. შეიძლება ეს კარგი ნიშანია. მოუთმენლად ველი ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებთან დაპირისპირებას. ლონდონთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს".

ჟერომ ბოატენგი: "ყველაზე რთული მეტოქეა, რომელიც შეიძლება შეგვხედროდა. ლონდონელები მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან. ორი ურთულესი შეხვედრა გველოდება. ტიტულის დაცვა გვსურს. ამიტომ ნებისმიერი გუნდი უნდა დავამარცხოთ".

დანტე: "ორივე შეხვედრაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. კენჭისყრით აღფრთოვანებულნი არ ვართ. არსენალისა და მილანის არიდება გვსურდა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ სუსტი მეტოქეები არ არიან. გასული სეზონისგან განსხვავებით წელს არსენალი გაცილებით ძლიერია".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..