» » რიბერი: ოქროს ბურთს ჩემს ოჯახს მივუძღვნი

რიბერი: ოქროს ბურთს ჩემს ოჯახს მივუძღვნი

23-12-2013, 04:28
0163
მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, Telefoot-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქროს ბურთს საკუთარ ოჯახს მიუძღვნის. ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ არიენ რობენზე, რომელმაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში რონალდო დაასახელა ფავორიტად, არ ბრაზობს.

რიბერის განცხადებით ოქროს ბურთის მოგება 2013 წლის მიუნხენის ბაიერნთან მიუღწეული შედეგების ტრიუმფალური დაგვირგვინება იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მაროკოული გუნდი, რაჯა კასაბლანკა, დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა, რომელიც 2013 წელს რეკორდმაისტერისთვის მეხუთე ტიტული გახდა.

ფრანგი ფეხბურთელის თქმით 2013 წლის ვარსკვლავური წელი მყარი საფუძველია, რათა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით იდგეს. რიბერიმ აღნიშნა, რომ ოქროს ბურთს საკუთარ ოჯახს მიუძღვნის.

"საოცარი სეზონი იყო კლუბისთვის, გულშემატკრივრებისა და ჩემთვის. ყველანაირი რეკორდი დავამხეთ. თამაშიდ დიდი სიამოვნება მივიღეთ. მოედანზე ძალ-ღონეს არ ვიშურებდი. ვფიქრობ ოქროს ბურთი დავიმსახურე. აღნიშნული ტიტულის მოპოვება დიდი პატივი იქნებოდა. დიდებული იქნებოდა ჩემთვის, ოჯახისთვის და მამაჩემისთვის", - ამბობს რიბერი.

ფრანგმა ფეხბურთელმა არიენ რობენზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მადრიდის რელის ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდუს, საჯაროდ დაუჭირა მხარი.

"ყველას შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, პრობლემა არ არის. ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ოქროს ბურთისთვის ბრძოლა ეს უკვე რაღაც ექსტრაორდინალურია. რეალური შანსები მაქვს გავიმარჯვო. 2013 წელი საუკეთესო გახლდათ ჩემს კარიერაში", - დაასრულა კომენტარი ფრანგმა ფეხბურთელმა Telefoot-თან.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..