ტენ ჰაგი: გვარდიოლასთან კონტაქტი შეზღუდულია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ტენ ჰაგი: გვარდიოლასთან კონტაქტი შეზღუდულია

ტენ ჰაგი: გვარდიოლასთან კონტაქტი შეზღუდულია

31-12-2013, 15:58 admin სხვადასხვა / ბაიერნი II 0

ტენ ჰაგი: გვარდიოლასთან კონტაქტი შეზღუდულია
მიუნხენური კლუბის დუბლ-შემადგენლობამ რეგიონალ ლიგის პირველი წრე დაასრულა. ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილ გუნდი უახლოეს მდევარს, ილერტისენს, მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბავარიელებს ერთი მატჩი აქვთ კიდევ ჩასატარებელი.

გულშემატკივართა სამწუხაროდ ბოლო ოთხი შეხვედრიდან ახალგაზრდა ბავარიელები სამში დამარცხდნენ: მიუნხენ 1860 II (1:2), გროიტერ ფიურტი II (2:3) და აუგსბურგის II გუნდთან (1:3). გასვლითი შეხვედრებიდან მიუნხენელებმა აქტივში მხოლოდ ნიურნბერგთან 3:1 მოგება ჩაიწერეს. მიუხედავად ყველაფრისა ტენ ჰაგი თვლის, რომ ბაიერნმა შესანიშნავად ჩაატარა სეზონის ნახევარი.

ტენ ჰაგი აქცენს აკეთებს იმაზე, რომ მაისში, მეორე წრის ფინალში, ამგვარი ჩავარდნა აღარ უნდა განმეორდეს. "მოსამზადებელი პერიოდის დროს ძირითადად ფიზიკურად მოვემზადებით. ეს საჭიროა, რადგან ჩემპიონატის ბოლომდე ძალები შევინახოთ, ბოლო შეხვედრებისთვის ფიზიკურად მზად ვიყოთ, სწორედ ეს გვაკლია ამჟამად", - ამბობს ჰოლანდიელი სპეციალისტი.

ტენ ჰაგმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ დუბ-შემადგენლობის მთავარი მიზანი პირველი გუნდის ხარისხიანი ტალანტებით მომარაგება გახლავთ, სწორედ ამიტომ დუბლებს აუცილებლად ჭირდებათ დაწინაურება. "დუბლებში ჩვენი სამუშაოა - პირველი გუნდისთვის ახალი ტალანტების აღმოჩენა, რაც III ლიგაში უფრო ადვილია", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

დუბლებმა გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს - სულ ახლახანს ჯულიან გრინმა და ალესანდო შიოპფმა პროფესიონალური კონტრაქტები გააფორმეს რეკორდმაისტერის ძირითად გუნდთან, ტენ ჰაგის სიტყვებით ეს "ნახევარი გუნდია".

43-წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი გვარდიოლასთან და მატიას ზამერთან კონტაქტს ახასიათებს, როგორც საკმაოდ შეზღუდულს. "პირველი გუნდი ახალგაზრდების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს, ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს პირველ გუნდში ზოგიერთ შეხვედრაში სათამაშოდ უხმობენ და ძირითად გუნდთან ვარჯიშებზე ეპატიჟებიან".

მთლიანობაში ტენ ჰაგი კმაყოფილია, ჩემპიონატის პირველ წრეში, მისი შეგირდების განვითარებით: "საფეხბურთო თვალსაზრისით ჩემი გუნდი სეზონის დასაწყისიდან დღემდე საკმაოდ განვითარდა და წინ დიდი ნაბიჯი გადადგა".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.