» » რიბერი: ეს ფეხბურთი კი არა პოლიტიკაა

რიბერი: ეს ფეხბურთი კი არა პოლიტიკაა

20-01-2014, 21:41 admin სიახლეები 0 50

მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში ხმების შედეგებს არასამართლიანად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთი მადრიდის რეალის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, რომელმაც ხმების რაოდენობით გადაასწრო ნომინირებულ ფრანკ რიბერისა და ბარსელონას ფორვარდს ლიონელ მესის.

"პროფესიონალი ვარ და ხალხის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყველაფერში დიდი დოზით პოლიტიკა იყო გარეული. ეს უკვე ფეხბურთი აღარაა. ყველამ იცის თუ რა შედეგს მივაღწიე გასულ სეზონში ბაიერნთან ერთად, თუმცა ეს უკვე წარსულის ამბავია", - ამბობს რიბერი.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელი, რომლისთვისაც 2013 წელი ტრიუმფალური გამოდგა და რეკორდმაისტერთან ერთად 5 ტიტული მოიპოვა, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისაც ჩამორჩა და მესამე ადგილი დაიკავა.

"გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ ამ ტიტულისთვის ბრძოლაში დამარცხება მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო. არასწორად არ გამიგოთ: ვამაყობ, რომ ნომინირებული ვიყავი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, მაგრამ ვგრძნობ მეტის ღირსი ვიყავი. ბევრი ამბობდა, რომ ოქროს ბურთი დავიმსახურე. 2013 წელს ბაიერნთან ერთად 5 ტიტული მოვიგე. კრიშტიანუ რონალდუს არაფერი მოუგია", - დაასრულა კომენტარი ფრანკ რიბერიმ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..