რიბერიმ ვარჯიშები განაახლა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რიბერიმ ვარჯიშები განაახლა

რიბერიმ ვარჯიშები განაახლა

15-07-2014, 22:31 admin სხვადასხვა 0

რიბერიმ ვარჯიშები განაახლა
მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, ზებნერ შტრასზე ორშაბათს ჩამოვიდა და დღეს ფიზმომზადების მთავარი მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ პირველად ივარჯიშა ზაფხულის შესვენების შემდგომ.

"თავს კარგად ვგრძნობ. გახარებული ვარ მიუნხენში ყოფნით", განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა. შეგახსენებთ, რომ რიბერიმ მსოფლიო ჩემპიონატი ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა. შესვენების პერიოდში ფრანკი დროს უქმად არ კარგავდა და ტომას ვილჰელმისა და ჰემლუტ ერჰარდის დაკვირვების ქვეშ რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.

"მათი დიდი მადლობელი ვარ, ასევე ბაიერნისაც, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო. დრო სარფიანად გავატარეთ. ჩემთვის რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ".

რიბერი მისი თანაგუნდელების წარმატებითაც გახარებული იყო, რომელთაც ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს. "ძალიან გახარებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისა და მთელი გერმანიის ნაკრების წარმატებით", - განაცხადა რიბერიმ.

"ის მომენტი, როდესაც ფილიპ ლამმა თასი მაღლა ასწია უბრალოდ შესანიშნავი იყო. მუნდიალის განმავლობაში ფილიპ ლამთან არაერთი მიმოწერა მქონდა".

მუნდიალი დასრულდა და გამარჯვებულები შვებულებაში გავიდნენ, რიბერი კი ვარჯიშებს შეუდგა და ცდილობს ფორმა რაც შეიძლება მალე აღიდგინოს. 31-წლის ფრანგი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეძლებს.

"თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში მომიწევს. ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი", - დაასრულა კომენტარი ფრანკ რიბერიმ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.