» » მონაკოს არიენ რობენის გადაბირება სურს

მონაკოს არიენ რობენის გადაბირება სურს

17-07-2014, 19:26
0116
RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული მონაკო ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. წყაროს მიხედვით ფრანგები მზად არიან რეკორდმაისტერის ჰოლანდიელი გარემარბის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ.

30-წლის არიენ რობენმა მიუნხენის ბაიერნთან სულ ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2017 წლის ივნისის ბოლოს გასდის. ფეხბურთელი მუნდიალზეც წარმატებით ასპარეზობდა და ჰოლანდიის ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მონაკოს ხემლძღვანელობა მზადაა ხამეს როდრიგესი მადრიდის რეალში გაუშვან, რომლის სანაცვლოდაც ესპანური გრანდი მზადაა 70 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო კოლუმბიელი ფეხბურთელის იდეალურ შემცვლელად ფრანგები სწორედ არიენ რობენს განიხილავენ.

მუნდიალის დასრულების შემდეგ არიენ რობენმა განაცხადა, რომ ლუის ვან გაალისგან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის თაობაზე შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ჰოლანდიელმა უარყო რადგან ბაიერნში თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობს.

RMC Sport-ის ინფორმაციით მონაკოელები მიმდინარე სეზონის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაქსიმალურად ეცდებიან არიენ რობენის გადმობირებას, რომლის სატრანსფერო ფასიც, transfermarkt-ზე დაყრდნობით € 30,00 შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..