ანჩელოტი: ზინედინი შესანიშნავი სპეციალისტია
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტის რამოდენიმე კითხვას უპასუხა და თავის კოლეგას ზინედინ ზიდანს შესანიშნავი სპეციალისტი უწოდა.
ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან
ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან „საუბარი 1/1-ზე“ შოუს ფარგლებში.
DFB: ინტერვიუ თომას მიულერთან
ეს მომდევნო დიდი ნაბიჯი იყო 27-ე ჩემპიონობისაკენ: მიუნხენის „ბაიერნმა“ რთული ამოცანა შეასრულა „ბორუსია პარკის“ სტადიონზე და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ანგარიშით 1:0 მოუგო. განსაკუთრებით გამოირჩა თომას მიულერი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. DFB-თან ინტერვიუში ფეხბურთელი ბუნდესლიგაში თავის მე-2 გოლზე ყვება, დიდ უპირატესობაზე ბუნდესლიგის მეორეადგილოსანთან, სანაკრებო პაუზაზე და ლუკას პოდოლსკის გამოსამშვიდობებელ მატჩზე.
ნოიერი: კარგ ფორმაში ვიმყოფებით
მანუელ ნოიერმა FC Bayern.tv-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაიერნი კარგ ფორმაში იმყოფება და შესაძლოა ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს რეკორდმაისტერის მომავალი წარმატებებისათვის.
DFB: ინტერვიუ მათს ჰუმელსთან
„ბავარიამ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „არსენალთან“ დამაჯერებლად გაიმარჯვა ანგარიშით 5:1. მათს ჰუმელსი DFB-თან ინტერვიუში ყვება აღნიშნული დაპირისპირების პირველი ტაიმის სუსტ მხარეზე და ტურნირზე წარმატებების შანსებზე.
მიულერი: ფეხბურთი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს
„ბავარიის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა გერმანულ ჟურნალ GQ-თან ინტერვიუში რამოდენიმე საკითხზე, გასახდელში კამერების დამონტაჟებაზე, ფეხბურთის წესებში შესაძლო ცვლილბებზე და გუნდში თავის ამჟამინდელ მდომარეობაზე ისაუბრა.
მიულერი: საგოლე გადაცემები ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც გოლები
„ჰამბურგთან“ „ბავარიისათვის“ რეკორდულ მატჩში, რომელიც ანგარიშით 8:0 დასრულდა, ჩვენ ყველას რაღაც დაგვაკლდა. მაგალითად, თომას მიულერის სახელი იმ დღის გოლეადორების სიაში. მან ასისტირება გაუწია არტურო ვიდალს პირველ გატანილ გოლში, დავიდ ალაბას დაეხმარა გოლის გატანაში და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მოგვიანებით რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად გარდასახა.
ინტერვიუ ნიკლას ზულესთან
ბოლო 8 თვის განმავლობაში ნიკლას ზულემ თავის კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა. ოლიმპიურ გერმანიის ნაკრებში მან მხოლოდ ტურნირის მასპინძლებთან (ბრაზილია) დათმო პენალტების სერიაში პირველი ადგილი, ამის შემდეგ კი „ჰოფენჰაიმის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის აკადემიიდან ნაციონალურ გუნდისკენ მიმავალი გზა გაიარა. რამოდენიმე ხნის წინ კი გამოცხადდა, რომ ნიკლასი ზაფხულში „ბავარიაში“ გადავა.
კარსტენ იანკერი: უბრალოდ ამის სურვილი უნდა გქონდეს
თუ როგორ აღნიშნავდა ის გოლს, „ბავარიის“ ყველა გულშემატკივარს კარგად ახსოვს. თითოეულ ჯერზე კარსტენ იანკერი როდესაც ბურთს ბადეში გზავნიდა, საქორწილო ბეჭედს კოცნიდა. თავდამსხმელი რეკორდმაისტერის რიგებში 1996-2002 წლებში გამოდიოდა და ამ დროის მანძილზე გერმანიის ჩემპიონატი 4-ჯერ და გერმანიის თასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო, 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი მაღლა ასწია.
TZ - რენატო სანჩესი: აქ ადვილი არაა
მიუნხენში სანჩესი უკვე ნახევარ წელზე მეტია იმყოფება, 8 თვის შემდეგ მისი მონაგარი 17 თამაშში, 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა. „ის სამართლიანად იქნა არჩეული ევროპის ჩემპიონატზე როგორც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, რენატუ ფანტასტიური ფეხბურთელია მაღალი კლასის უნარ-ჩვევებით. უბრალოდ სხვა ქვეყანაში მისთვის ადვილი არაა“ - განაცხადა პორტუგალიელმა ლეგენდამ ლუიშ ფიგუმ.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 13 წინ