ოფიციალურად: ფილიპ ლამი კარიერას ასრულებს
„ბავარიის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 33 წლის კაპიტანი კარიერას ზაფხულში დაასრულებს. აღნიშნული განცხადება ფილიპ ლამმა, სამშაბათს გერმანიის თასის 1/8 ფინალური მატჩის (ბაიერნი 1:0 ვოლფსბურგი) ჩატარების შემდეგ გააკეთა.
თომას მიულერი: ჩემს თანაგუნდელებზე ვარ დამოკიდებული
27 წლის შემტევ ნახევარმცველს თომას მიულერს მიმდინარე სეზონზე ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. მიულერი ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგეთა კარს კვლავ დალაშქრავს, როდესაც მისი თანაგუნდელები უფრო კომბინაციურ ფეხბურთს ითამაშებენ და სახიფათო მომენტებს შექმნიან.
ოფიციალურად: არიენ რობენმა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგძლივა
რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, საქმე ისაა რომ ბავარიული გრანდის ჰოლანდელმა ვინგერმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაახანგძლივა.
ოფიციალურად: ბავარიამ ნიკლს ზულე და სებასტიან რუდი გაიფორმა
ოფიციალურად: „ბავარიამ" ნიკლს ზულე (21) და სებასტიან რუდი (26) გაიფორმა. „ჰოფენხაიმიდან" გერმანელი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი რეკორდმაისტერს ზაფხულში 2017 წლის 1 ივლისს შეუერთდებიან. ნიკლს ზულეს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, ხოლო სებასტიან რუდი 3 წლის ვადით გაიფორმა და მისი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
“ბავარიამ“ მესამედ 2013 და 2014 წლის შემდეგ ტელეკომის თასის მოგება იზეიმა. ფინალურ მატჩში „ბავარია“ "მაინც 05“-ს დაუპირისპირდა და ძირითად დროში 2:1 ანგარიშით დაამარცხა. ტურნირის მასპინძელი გუნდი „ფორტუნა“ დუსელდორფი კი მესამე ადგილას გავიდა, „ფორტუნამ“ გლადბახის „ბორუსიას“ 2 უპასუხო გოლი გაუტანა. ოფიციალური მატჩი ბუნდესლიგაში კი რეკორდმაისტერს პარასკევს 20 იანვარს „ფრაიბურგთან“ ელოდება.
ჰოლგერ ბადშტუბერი არენდით
ოფიციალურად: ჰოლგერ ბადშტუბერი (27) სეზონის ბოლომდე არენდით „შალკეში" გადადის . „ბაიერნმა" და „შალკემ" აღნიშნულ საკითხზე ყველა დეტალი შეათანხმა.
FIFA-ს წლის სიმბოლური ნაკრები
ორშაბათს, 9 იანვარს, The Best FIFA Football Awards-ის ცერემონია-დაჯილდოვება გაიმართა, სადაც 2016 წლის სიმბოლური გუნდი წარადგინეს. მანუელ ნოიერი ზედიზედ მეოთხედ წლის საუკეთესო გუნდის მეკარეა.
ული ჰიონესი 65 წლის გახდა
კარლ-ჰაინც რუმენიგესათვის ული ჰიონესი „მენეჯერთა მამაა“ და „კლუბის სული და გული“. ფრანც ბეკენბაუერმა კი ული ჰიონესს „ბავარიის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი“ უწოდა. „არავის არ გაუკეთებია ამდენი, რამდენიც ულიმ გააკეთა“. დღეს „ბავარიის“ პრეზიდენტს 65 წელი შეუსრულდა. უმრავლესობა ამ ასაკში ცხოვრებით ტკბება და პენსიაზე გადის, მაგრამ არა ული ჰიონესი. მას ჯერ კიდევ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.
პოლ კლემენტს ჰერმან გერლანდი შეცვლის
62 წლის ჰერმან გერლანდი დღეიდან „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტს ჩაიბარებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კარლო ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად.
კენჭისყრის შედეგები ცნობილია
დღეს 12 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა რომლის შედეგადაც გაირკვა იმ გუნდების ვინაობა რომლებიც ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
უკან 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 46 წინ