მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში არენდის წესით მოასპარეზე კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი "რეკორდმაისტერს" ემშვიდობება. როგორც ცნობილი გახდა, "ბავარიამ" უარი განაცხადა ხსენებული ფეხბურთელის გამოსყიდვაზე და შესაბამისად 27 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" დაუბრუნდება. რამდენიმე დღის წინ როდრიგესმა სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით ერთგულ ქომაგს მიმართა.
არის დუბლი! გერმანიის დედაქალაქში გამართული სათასო ფინალი, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" და მიუნხენის "ბაიერნი" უპირისპირდებოდნენ, ამ უკანასკნელის გამარჯვებით ანგარიშით 0-3 დასრულდა. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
2019 წლის 1 ივლისს ლუკას ერნანდესი მადრიდის ატლეტიკოდან ბაიერნში გადმოვა. ასეთ შეთანხმებას მიაღწია ორივე კლუბმა და 23 წლის მცველმა, რომელიც რეკორდმაისტერთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს 2024 წლამდე. მადრიდული კლუბი აღნიშნული ტრანსფერიდან 80 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობილი გერმანული სპორტული პორტალის SPORT BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერის მესვეურები ინტენსიურად მუშაობენ კალუმ ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე, თუმცა London Times-ის ცნობით არისტოკრატები ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას არ აპირებენ არანაირი საფასურის სანაცვლოდ.
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა SPORT BILD-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას იწყებს და ზაფხულში დიდ ინვესტიციებს გეგმავს ლევერკუზენის ბაიერის ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველით კაი ჰავერცით ინტერესდება და მის გადმობირებას 2020 წლისთვის გეგმავს.
როდესაც მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი საუბრობს ყველა უსმენს, თუმცა როდესაც ული ჰიონესი დიდ თანხებზე ლაპარაკობს ყველა უფრო ყურადღებით უსმენს. 67-წლის ბაიერნის ლეგენდამ ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა sportbild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ზაფხულში დიდ ინვესტიციებს გეგმავს.
მიუნხენის ბაიერნში დიდი ცვლილებები იგეგმება, რამდენიმე ვარსკვლავს ელოდებიან გუნდში. ექს-ბავარიელი და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტი, ლოთარ მათეუსი, ბაიერნს მოუწოდებს მკვეთრი და რადიკალური ცვლილებები არ განახორციელონ. "თქვენ ბაიერნის სახე არ უნდა დაკარგოთ", - ამბობს მათეუსი.
დღეს საკმაოდ დაძაბული დღე იქნება! ენფილდზე მოპოვებული ფრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისთვის რეკორდმაისტერმა ოდნავ შეაღო 1/4 ფინალის კარი. ალიანს არენაზე ბაიერნმა ბოლომდე უნდა გახსნას კარი და ზედიზედ მერვეჯერ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში.
კვირას მიუნხენში საშინელი დილა იყო, თუმცა ზებნერ შტრასედან კარგი ინფორმაციის გავრცელებაში ამინდს ხელი არ შეუშლია. რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით დავიდ ალაბა და კინგსლი კომანი სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდნენ.
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, იოაჰიმ ლიოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 49 წინ