მანუელ ნოიერი, როგორც ბრენდი. კაპიტანი ახალი პრემიის ლაურეატია
“ბავარიის“ გოლკიპერი, მანუელ ნოიერი მორიგი ჯილდოთი დასაჩუქრდა! ჩვენი კაპიტანი BrandLaureate Award-ის პრემიის ლაურეატი გახდა "The Asia Pacific Brands Foundation" (APBF) ფონდის მხარდაჭერით.
გერმანული პრესა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
“ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსალოდნელი, მაგრამ მაინც უცაბედი აღმოჩნდა. გერმანიის წამყვანი გამომცემლობები აღნიშულ ფაქტს ეხმაურებიან. თითოეული თავისებურად აშუქებს მის გამომწვევ მიზეზებს. „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი კი ზოგიერთი ფეხბურთელის ძალაუფლებით გაკვირვებულია.
ოფიციალურად: ბაიერნისა და ანჩელოტის გზები გაიყო
2017 წლის 28 სექტმებერს მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც „რეკორდმაისტერის“ იტალიელმა თავკაცმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ტიტიკა გერმანიას თომას მიულერიდან იცნობს. ინტერვიუ თომას მიულერთან
მადრიდი, 2016 წლის შემოდგომა. თომას მიულერი „ბავარიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოსთან“ აგებს (0:1), მსოფლიოს ჩემპიონი სასტარტო შემადგენლობაშია, მაგრამ მხოლოდ 59 წუთი ეძლევა სათამაშო დრო. მატჩის ტრანსლიაცია ტანზანიის (სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში) ყველა ქალაქში მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთით უსაზღვრო მინდვრებზე, ტარანგირეს ნაციონალური პარკიდან არც ისე შორს, ტელევიზორის მოძებნა უშედეგოა.
სრული ინტერვიუ, რომლის გამოც ლევანდოვსკის პრობლემები აქვს
“ბავარიის“ პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამომცემლობა Der Spiegel-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც „ბავარიასთან“ შეთანხმებული არ იყო და სჩანს მეტის-მეტი მოუვიდა. აღნიშნულმა ინტერვიუმ მრავალი სპეციალისტის გულისწყრომა გამოიწვია და ინტერვიუს ავტორი საჯაროდ გააკრიტიკეს.
გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია
ორშაბათ საღამოს იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ნორვეგიის ნაკრებს 6:0 ანგარიშით მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-8 თამაშის მე-8 მოგება იზეიმა. შტუტგარტში გოლებით მესუთ იოზილი (10.), იულიან დრაქსლერი (17.), ტიმო ვერნერი (21., 40.), ლეონ გორეცკა (50.) და მარიო გომესი (79.) გამოირჩნენ.
ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, ჩეხეთი - გერმანიის დაპირისპირებისას, მატჩის 88-ე წუთზე მათს ჰუმელსის გოლმა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება ანგარიშით 2:1 მოუტანა. მესუთ ოზილის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში ტიმო ვერნერმა თამაშის მე-4 წუთზე გახსნა, 78-ე წუთზე სტატუს-ქვო ვლადიმირ დარიდამ აღადგინა. 4 სექტემბერს ნორვეგიასთან გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესთიმი მსოფლიო ჩემპიონატზე გარანტირებულ საგზურს მოიპოვებს.
სანჩესი არენდით სუონსი სიტიში მიემგზავრება
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რენატუ სანჩესი „სუონსი სიტიში“ გადადის. 20 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება არენდით განათხოვრებული უელსურ კლუბში, სადაც კარლო ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი პოლ კლემენტი გაწვრთნის.
ინტერვიუ სებასტიან რუდისთან
სეზონის პირველ მატჩებში ის „ბავარიელების“ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. სებასტიან რუდიმ, რეკორდმაისტერის ახალწვეულმა „ჰოფენჰაიმიდან“ პირველივე ოფიციალურ მატჩებში აჩვენა თავისი საუკეთესო თვისებები. fcbayern.com-თან ინტერვიუში 27 წლის ნახევარმცველი „მიუნხენში“ გატარებული პირველი კვირის შესახებ, ჩემპიონთა ლიგის მოლოდინზე და თავის საიდუმლო ტალანტზე ყვება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ „ბავარიას“ 3 საინტერესო მეტოქე შეახვედრა. ფლეი-ოფებში გასვლაზე რეკორდმაისტერი პსჟ-ს, ანდერლეხტს და სელტიკს დაუპირისპირდება. „ეს ცნობილი სახელებია ევროპულ ფეხბურთში“, - განაცხადა მონაკოში ცერემონიის დასრულების შემდგომ თომას მიულერმა. „ბავარიელები“ განსაკუთრებით ფრანგულ კლუბ პსჟ-სთან დაპირისპირებას ელოდებიან.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 46 წინ