მომავალ შაბათს, 20 მაისს, „ბავარია“ გერმანიის ჩემპიონატში 2016/17 სეზონის გამარჯვებას იზეიმებს ზედიზედ მე-5-ედ. ჩემპიონობის აღნიშვნის პროგრამა „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ დაიწყება, რომელიც თბილისის დროით 17:30 საათზე შედგება და მატჩის შემდგომაც გაგრძელდება.
Fcb.de: ოფიციალური განცხადება ჰოლგერ ბადშტუბერთან დაკავშირებით
ზოგიერთი მედიის ახალი ამბების საპირისპიროდ კონტრაქტი „ბავარიასა“ და 28 წლის მცველს ჰოლგერ ბადშტუბერს შორის 2017 წლის 30 ივნისს სრულდება.
როგორი იქნება ბაიერნის სათამაშო ფორმა მომავალ სეზონში?
უკვე რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს იმ ფორმების გასაჯაროება რომლითაც გუნდები 2017-18 წლების სეზონში ითამაშებენ, რათქმაუნდა ბევრი ვერსია იყო მიუნხენის ბაიერნის ფორმის შესახებაც თუმცა საინტერესოა რომ რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ რეკორდმაისტერის მომავალ საშინაო უნიფორმასთან დაკავშირებით იდენტური ვერსია გაავრცელა.
„დარმშტადტისათვის“ მზადება და ხმის მიცემა ბუნდესლიგის სეზონის ნაკრებისათვის დაიწყო
ზედიზედ მე-5-ედ ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ „ვოლფსბურგთან“ მატჩისას, კარლო ანჩელოტიმ გუნდი 3 დღე დაასვენა. ოთხშაბათს კი, მთავარი მწვრთნელი ზაბენერშტრასეზე თავის ფეხბურთელებს მიესალმა და მომდევნო მატჩისათვის მზადებაც განახლდა. ვარჯიშზე მათს ჰუმელსმა არ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც FC Bayern.tv -თან განაცხადა, რომ „მისი სხეული საკმაოდ დაიტანჯა და ჯერ არ იცის, თუ როდის შეძლებს ვარჯიშს საერთო ჯგუფში“.
მიულერი 100 გოლის ზღვართან
2016/17 სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ „ვოლფსბურგთან“ მატჩისას, „ბავარიელებს“ მომდევნო თამაშებში სიამოვნების მიღება და გულშემატკივრების გახარება სურთ. „ჩვენ უბრალოდ ჩვენი სიამოვნებისათვის გვსურს თამაში. წინ კიდევ 2 საშინაო მატჩი გველის, სადაც გულშემატკივრებისათვის შოუს მოწყობა გვსურს“, - განაცხადა თომას მიულერმა ოთხშაბათს ვარჯიშის შემდეგ.
ლამი ტრიუმფატორია
“ვოლფსბურგთან“ მატჩში ფინალური სასტვენის შემდეგ რეკორდმაისტერის კაპიტანი ფილიპ ლამი გულშემატკივრების ტრიბუნასთან ბედნიერი ღიმილით იდგა და მომხდარით კმაყოფილი გამოიყურებოდა, ამასთანავე, თავის ჩვეულ მანერაში საკმაოდ თავშეკავებული იყო. ისეთი მოკრძალებული გამოიყურებოდა, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კაპიტანი გერმანიის ჩემპიონი პირველად ხდებოდა.
Mia5Mia! ბავარიის ისტორიული ტიტული
მიმდინარე სეზონში „ბაიერნმა“ უდიდეს წარმატებას მიაღწია. წინა წელს რეკორდმაისტერი უკვე გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც 4-ჯერ ზედიზედ მოახერხა გერმანიის ჩემპიონის ტიტულის აღება. 2016/17 სეზონზე კი ეს სერია გაგრძელდა. „ვოლფსბურგთან“ მოგების შედეგად, კარლო ანჩელოტის გუნდი მე-5-ედ ზედიზედ ვერცხლისფერ სინს მიუნხენში წაიღებს.
კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია
ის აჟიოტაჟი რაც ჩემპიონთა ლიგაზე ¼ ფინალში საპასუხო მატჩს „რეალი-ბავარიას“ მოყვა სერიოზული აღმოჩნდა, მსაჯთა ბრიგადის შეცდომების გამოვლენა ჩემთვის პრინციპის საკითხი გახდა. მითუმეტეს, ეს მაშინ როდესაც „მადრიდის რეალის“ გულშემატკივრები თითქმის ახერხებენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ყველას ვინც ფეხბურთის წესებში არ ერკვევა - თხოვნაა იგნორირება გაუკეთოს სტატიას. ყველას ვისაც აინტერესებს რეალურად რა მოხდა - მომყევით!
ფანტასტიური ოთხეული - ჩვენ ტკივილით უნდა გვეთამაშა
მათ ყველა ძალა გაიღეს, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ. მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ 1 დღით ადრე რობერტ ლევანდოვსკის, ჟერომ ბოატენგისა და მათს ჰუმელსის მონაწილეობა კითხვის ნიშის ქვეშ რჩებოდა. პირდაპირ მატჩის დაწყების წინ იყო გადაწყვეტილი, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე სამივე გავიდოდნენ.
ბაიერნი UEFA-ს საჩივრით მიმართავს!
როგორც ცნობილი ხდება მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა UEFA-ს საჩივრით მიმართავს. საქმე იმაშია, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრისას რეკორდმაისტერის ფან-კლუბის სექტორში არეულობა მოხდა, რომელიც დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 46 წინ