მთავარი ამბები » გვერდი 7 » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი
ფანტასტიური ოთხეული - ჩვენ ტკივილით უნდა გვეთამაშა
მათ ყველა ძალა გაიღეს, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ. მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ 1 დღით ადრე რობერტ ლევანდოვსკის, ჟერომ ბოატენგისა და მათს ჰუმელსის მონაწილეობა კითხვის ნიშის ქვეშ რჩებოდა. პირდაპირ მატჩის დაწყების წინ იყო გადაწყვეტილი, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე სამივე გავიდოდნენ.
ბაიერნი UEFA-ს საჩივრით მიმართავს!
როგორც ცნობილი ხდება მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა UEFA-ს საჩივრით მიმართავს. საქმე იმაშია, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრისას რეკორდმაისტერის ფან-კლუბის სექტორში არეულობა მოხდა, რომელიც დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა.
18 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" საშინაო არენაზე, მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი 90 წუთი, გერმანელთა გამრჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა, თუმცა დამატებულ ტაიმებში მადრიდელებმა 3 გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.
ნოიერმა გასახდელი ყავარჯნებით დატოვა
ძალიან სამწუხაროა! მანუელ ნოიერმა გასახდელი ყავარჯნებით დატოვა. მსოფლიოს ნომერ 1-მა მეკარემ ტრავმა მესამე გოლის გაშვებისას მიიღო.
ბოატენგი: არ ვიცი რატომ არ იღებდნენ რეალის ფეხბურთელები ყვითელ ბარათებს
ეს ნამდვილი დრამა იყო! „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ „ბავარიელებმა“ ყველა ძალა გაიღეს, ანგარიში 2:1 მიყავდათ, მაგრამ დამატებით დროში საკუთარ კარში გოლები მიიღეს. 10 კაცითა და რამოდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელით დარჩენილმა „ბაიერნმა“ მატჩის ბედი ვერ შემოაბრუნა. „რეკორდმაისტერის“ კარის დარაჯს ჟერომ ბოატენგს უძნელდება იმის გაგება, თუ რატომ დაუშვეს მსაჯებმა ამდენი შეცდომა ერთ მატჩში. რომელიც რიგითი მატჩს ნამდვილად არ წარმოადგენდა.
რუმენიგე: კროოსი უნდა გაგვეყიდა
„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნა, რომ თავის დროზე კლუბს ტრანსფერზე უნდა გაეყვანა ნახევარმცველი ტონი კროოსი. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა 2014 წელს კლუბის ხელმძღვანელობასთან ვერ მიაღწია შეთანხმებას ახალი კონტრაქტის ფინანსურ მხარეებზე და მადრიდის „რეალის“ რიგებს შეუერთდა.
ჰუმელსი
დღეს გამართულ ვარჯიშზე, ბავარიის ცენტრალურმა მცველმა მათს ჰუმელსმა ტერფის არეში ტკივილი იგრძნო და ვარჯიში ნაადრევად დაასრულა. სამედიცნო შტაბის განკარგულებაში მათს ჰუმელსი თითქმის 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, დიაგნოზი იმედიანად არ გამოიყურება - ტერფის იოგების დაჭიმვა და კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა.
JDD: ანჩელოტიმ რიბერი იტალიურ მანქანას შეადარა
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, Journal du Dimanche-თან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის შესახებ საუბრობს. 57 წლის სპეციალისტის განცხადებით, რიბერი "Ferrari"-ის ბრენდის მანქანას ჰგავს, რომელსაც მესაკუთრე ყოველდღიურ რეჟიმში არ იყენებს.
Goal:
ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი საინტერესო სიახლეს ავრცელებს, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის მეჰდი ბენატიას შესახებ, რომელიც ამჟამად ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში, არენდის წესით არის განათხოვრებული. წყაროს თქმით 29 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობაში კონსესუსი შედგა.
ვიდალი: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, ესპანურ ინტერნეტ-გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის, მოახლოებულ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაზე საუბრობს. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით, "რეკორდმაისტერის" მიზანს, არამხოლოდ მადრიდული ბარიერის გადალახვა, არამედ ტურნირის მოგება წარმოადგენს.
უკან 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 46 წინ