ჰიტცფელდი: მიულერი შექმნილია
მას შემდეგ რაც რეკორდმაისტერის გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა კარიერის ნაადრევად დასრულების შესახებ განაცხადა, აქტუალური გახდა კითხვა, თუ ვინ გახდება მიუნხენური გრანდის მომავალი კაპიტანი. როგორც ინტერნეტ-ჟურნალი Welt-ი იუწყება მომავალ სეზონში გუნდის კაპიტნობის კანდიდატები: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, მათს ჰუმელსი და თომას მიულერი არიან.
ნოიერი: ბაიერნმა თვითდაჯერებულობა დაკარგა
მიუნხენის ბაიერნის კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბუნდესლიგაში გერმანული გრანდის წინააღმდეგ, მეტოქეები სულ უფრო და უფრო დამაჯერებლად გამოიყურებიან.
ანჩელოტი: სანჩესს დრო სჭირდება
მიუნხენის „ბაიერნის“ იტალიელმა მწვრთნელმა გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის სათამაშო ფორმის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
Sport1: ბაიერნი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მაქს ებერლს განიხილავს
გერმანიის თასზე ვოლფსბურგთან მატჩის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას ოფიციალურად დაასრულებს, რითიც რეკორდმაისტერის ხელმძღვანელების გეგმები აშკარად არია.
ლამი სოციალურ ქსელში თავის გადაწყვეტილებაზე ყვება
"ბავარიის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა სოციალურ ქსელში Twitter-ზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
ბაიერნის განცხადება ფილიპ ლამთან დაკავშირებით
ფილიპ ლამის განცხადებასთან დაკავშირებით, სეზონის ბოლოს კარიერის დასრულების შესახებ, მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურ გვერდზე - კლუბის მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
ოფიციალურად: ფილიპ ლამი კარიერას ასრულებს
„ბავარიის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 33 წლის კაპიტანი კარიერას ზაფხულში დაასრულებს. აღნიშნული განცხადება ფილიპ ლამმა, სამშაბათს გერმანიის თასის 1/8 ფინალური მატჩის (ბაიერნი 1:0 ვოლფსბურგი) ჩატარების შემდეგ გააკეთა.
თომას მიულერი: ჩემს თანაგუნდელებზე ვარ დამოკიდებული
27 წლის შემტევ ნახევარმცველს თომას მიულერს მიმდინარე სეზონზე ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. მიულერი ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგეთა კარს კვლავ დალაშქრავს, როდესაც მისი თანაგუნდელები უფრო კომბინაციურ ფეხბურთს ითამაშებენ და სახიფათო მომენტებს შექმნიან.
ოფიციალურად: არიენ რობენმა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგძლივა
რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, საქმე ისაა რომ ბავარიული გრანდის ჰოლანდელმა ვინგერმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაახანგძლივა.
ოფიციალურად: ბავარიამ ნიკლს ზულე და სებასტიან რუდი გაიფორმა
ოფიციალურად: „ბავარიამ" ნიკლს ზულე (21) და სებასტიან რუდი (26) გაიფორმა. „ჰოფენხაიმიდან" გერმანელი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი რეკორდმაისტერს ზაფხულში 2017 წლის 1 ივლისს შეუერთდებიან. ნიკლს ზულეს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, ხოლო სებასტიან რუდი 3 წლის ვადით გაიფორმა და მისი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
უკან 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 ... 46 წინ