ცხელი ფაზა იწყება! ბავარიელები დორტმუნდთან მატჩისათვის მზად არიან
ახლა ყველაფერი სერიოზულად იქნება. აპრილში „ბავარიას“ რამოდენიმე ცხელი მატჩის ჩატარება მოუწევს. შაბათს ეს ცხელი ფაზა „დორტმუნდთან“ მატჩით დაიწყება. შეხვედრა „ალიანც არენაზე“ 20:30 საათზე შედგება.
სანჩესი მიუნხენში დაბრუნდა
„სუონსი სიტიმ“ „ბავარიიდან“ არენდით აყვანილი პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი, ვადამდე ადრე მიუნხენში დააბრუნა. ინგლისურ კლუბში თვლიან, რომ 20 წლის პორტუგალიელი ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას ამ სეზონში უკვე ვეღარ მოასწრებს, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა The Sun.
ალიანც არენა - კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში!
„ალიანც არენა“ - ულტრათანამედროვე სტადიონი და „ბავარიის“ სიმბოლო. 12 წლის განმავლობაში არენა 2 მიუნხენურ კლუბს ემსახურებოდა. მაგრამ 2017 წლის ზაფხულში მიუნხენ 1860-ის გადაბარგების შემდეგ „ალიანც არენა“ მხოლოდ „ბავარიელებისათვის“ გახდა მშობლიურ კუთხე.
ნოიერს დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს
„ბავარიისა“ და გერმანიის ნაკრების გოლკიპერი მანუელ ნოიერი, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის, მოულოდნელად გამოძახებული იქნა გერმანიის ანტიდოპინგის ორგანოების მიერ დოპინგ-ტესტის ჩასატარებლად.
Kicker: ბავარია მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებს
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker იუწყება, „ბავარია“ ლონდონის „ჩელსის“ იტალიელ სპეციალისტთან ანტონიო კონტესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
რუმენიგე მზადაა ნიძლავი დადოს
„ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის გარშემო აგორებულ ჭორებზე გასცა ჟურნალისტებს პასუხი და სხვა კლუბში მის შესაძლო გადასვლაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
პუიოლი: გერმანიას გაუმართლა გოლკიპერებში
„ბარსელონას“ ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი თავის მოსაზრებას გამოხატავს გერმანიის ნაკრების გოლკიპერებზე, კერძოდ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე და მანუელ ნოიერზე. პუიოლის აზრით ტერ შტეგენი სათამაშო დონით არ ჩამოუვარდება თავის თანამემამულე მანუელ ნოიერს.
მიულერი სულმოუთმენლად ელის მძიმე გამოცდას
“მადლობელი ვარ იუპ ჰაინკესის“, - შეაქო ოლივერ ბირჰოფმა „ბავარიის“ მწვრთნელის მუშაობა. რეკორდმაისტერის ფეხბურთელები ხომ გერმანიის ნაკრების უმეტესობას შეადგენენ მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებზე ესპანეთისა და ბრაზილიის წინააღმდეგ.
ეფენბერგი ბაიერნს აფრთხილებს
ჩემპიონთა ლიგაზე „ბავარიის“ მომდევნო მეტოქე არც „რეალი“ და არც „ბარსელონაა“. ეს „სევილიაა“. სუსტი მეტოქე? არა - იძახის შტეფან ეფენბერგი.
პერესი რუმენიგეს დაუკავშირდა
Münchner Merkur-ის ექსკლუზიური მოხსენებით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს პერსონალურად შეატყობინა, რომ Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც მოხსენებული იყო, თითქოს „რეალი“ უკვე შეუთანხმდა ლევანდოვსკის ახალ აგენტს პინი ზაჰავის და პოლონელთან 2 წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ - აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.
უკან 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 171 წინ