რობენი: რონალდუ და მესი მონსტრები არიან
მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელმა შემტევმა გარემარბმა, არიენ რობენმა, France Football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით პორტუგალიელი და არგენტინელი სხვა ყველაზე ორი თავით მაღლა დგანან.
რუმენიგე: ბუნდესლიგამ მადლობა უნდა გვითხრას
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელის გერმანიაში შენარჩუნებისთვის ბუნდესლიგამ მადლობა უნდა უთხრას ბაიერნს.
ბასტიან შვაინშტაიგერმა ვარჯიშები განაახლა
მიუნხენის ბაიერნის ვიცე-კაპიტანი, ბასტიან შვაინშტაიგერი, საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ წარმატებით ასრულებს რეაბილიტაციის პროცესს. გერმანელმა ფეხბურთელმა უკვე განაახლა გუნდთან ერთად ვარჯიშები და როგორც ჩანს რეკორდმაისტერის ლიდერს წლის ბოლომდე ვიხილავთ მოედანზე.
გვარდიოლა: ლუის ენრიკე წარმატებას მიაღწევს
მინხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კატალონიის ბარსელონას ამჟამინდელ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ 44 წლის სპეციალისტი ბლაუგრანას ძველ დიდებას დაუბრუნებს და გუნდს წარმატებას მოუტანს.
გვარდიოლა რეალთან მარცხს ვერ ივიწყებს
ბუნდესლიგის XI ტურის გასამართი მატჩის, აინტრახტი - ბაიერნის, პრესკონფერენციაზე რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა გასულ სეზონში მადრიდის რეალთან მარცხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს უბრალო შემთხვევითობა იყო. ესპანელი სპეციალისტი დავიდ ალაბას ტრავმასაც გამოეხმაურა.
დავიდ ალაბა ტრავმირებულია
მიუნხენის ბაიერნისა და ავსტრიის ნაკრების 22-წლის განაპირა მცველმა, დავიდ ალაბამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით მეოთხე შეხვედრაში, ალიანს არენაზე რომასთან დაპირისპირებისას, მუხლის ტრავმა მიიღო და ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირა იუქმებს.
ფილიპ ლამი: ბაიერნი გაჩერებას არ აპირებს
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის წარმატებული სტარტის გამო რეკორდმაისტერის ფეხბურთელები ყურადღებას არ მოადუნებენ და მაქსიმალურად ეცდებიან მიმდინარე წელი წარმატებულ ნოტაზე დაამთავრონ.
ხოსეპ გვარდიოლა: მარიო გიოტცესგან მეტს მოველი
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, GOAL-თან ინტერვიუში ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორსა და რეკორდმაისტერის ახალგაზრდა ნახევარმცველზე, მარიო გიოტცეზე, ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ 22-წლის ფეხბურთელისგან გაცილებით მეტს მოელის.
ტომ შტარკე ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიას მიემატა
სამწუხარო სიახლე მიუნხენის ბაიერნისთვის ისაა, რომ ლაზარეთში გამწესებულ ფეხბურთელების სიას ახლა უკვე 33-წლის მეკარე, ტომ შტარკეც მიემატა, რომელმაც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ტერფის მძიმე დაზიანება მიიღო და პეპ რეინასთან ერთად ლაზარეთში მოთავსდა.
რუდი გარსია: ბაიერნთან მატჩს მოუთმენლად ველი
Sky Sport Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში რომას მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია, და იტალიური გრანდის თავდამსხმელი, მატია დესტრო, აცხადებენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით მე-3 შეხვედრას, ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, მიუნხენის ბაიერნთან მოუთმენლად ელიან.
უკან 1 ... 126 127 128 129 130 131 132 133 134 ... 152 წინ