ხოსეპ გვარდიოლა: მარიო გიოტცესგან მეტს მოველი
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, GOAL-თან ინტერვიუში ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორსა და რეკორდმაისტერის ახალგაზრდა ნახევარმცველზე, მარიო გიოტცეზე, ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ 22-წლის ფეხბურთელისგან გაცილებით მეტს მოელის.
ტომ შტარკე ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიას მიემატა
სამწუხარო სიახლე მიუნხენის ბაიერნისთვის ისაა, რომ ლაზარეთში გამწესებულ ფეხბურთელების სიას ახლა უკვე 33-წლის მეკარე, ტომ შტარკეც მიემატა, რომელმაც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ტერფის მძიმე დაზიანება მიიღო და პეპ რეინასთან ერთად ლაზარეთში მოთავსდა.
რუდი გარსია: ბაიერნთან მატჩს მოუთმენლად ველი
Sky Sport Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში რომას მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია, და იტალიური გრანდის თავდამსხმელი, მატია დესტრო, აცხადებენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით მე-3 შეხვედრას, ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, მიუნხენის ბაიერნთან მოუთმენლად ელიან.
ზამერი: შვაინშტაიგერი შესაძლოა დროზე ადრე დაბრუნდეს
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, Sport1-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის ვიცე-კაპიტანზე, ბასტიან შვაინშტაიგერზე, ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი საბაბი არ არსებობს გვწამდეს იმის, რომ 2014 წლის ბოლომდე შვაინშტაიგერის დაბრუნება გამორიცხულია.
ფრანკ რიბერი მოედანს მალე დაუბრუნდება
მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა მუხლის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო პროცესს ასრულებს და უახლოებს მატჩებში შეძლებს რეკორდმაისტერის დახმარებას.
ბეკენბაუერი: გიოტცე რიბერის არ ჰგავს
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა, TZ-სთან ინტერვიუში რეკორდმაისტერის 22-წლის ახალგზარდა ნახევარმცველზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარიო გიოტცე ის ფეხბურთელი არაა, რომელიც მომავალში შეძლებს ფრანკ რიბერის სრულფასოვნად ჩანაცვლებას.
გვარდიოლა: ბუნდესლიგის ცხრილი ჯერ მნიშვნელოვანი არ არის
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე მყოფი დებიუტანტი, პადერბორნი, შეაქო, თუმცა განაცხადა, რომ ცხრილის ბევრჯერ წაკითხვას არ აპირებს და განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ბოატენგი: ლევანდოვსკი დამნაშავე არ არის
პოლონელი ფეხბურთელის შედეგიანობა მას შემდეგ დაეცა, რაც რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდა. რეკორდმაისტერის ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, TZ-სთან ინტერვიუში საკუთარ თანაგუნდელს გამოექომაგა და განაცხადა, რომ რობერტი წარუმატებლობაში დამნაშავე არ არის.
კროოსი: რეალი ბაიერნზე გაცილებით უკეთესია
რეკორდმაისტერის აღზრდილმა 24-წლის გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, Bild -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან უთანხმოების გამო არ დაუტოვებია გერმანული გრანდი. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით მადრიდის რეალში თავს ბედნიერად გრძნობს.
ლევანდოვსკი: ბაიერნში გაცილებით უკეთესი გავხდები
მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ლეგიონერმა, რომელიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამხრეთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერში გაცილებით უკეთესი გახდება ვიდრე მანამდე იყო.
უკან 1 ... 191 192 193 194 195 196 197 198 199 ... 216 წინ