» » გვერდი 17

ბაიერნი - კიოლნი (ანონსი)
ბუნდესლიგის რიგით X ტურში მიუნხენის ბაიერნი ალიანს არენაზე კიოლნს უმასპინძლებს. რეკორდმაისტერი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, დორტმუნდის ბორუსიას 7 ქულით უსწრებს, ხოლო კიოლნი მეექვსე ადგილზეა და კარგი შანსი აქვს მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
აარონ რემსი: არსენალის მცველებს ლევანდოვსკის შეჩერება შეუძლია
ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაზე ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელის განცხადებით ხვალ მეთოფეებს დაძაბული ბრძოლა ელით, მაგრამ იმედი აქვს, რომ მცველები ლევანდოვსკის შეჩერებას შეძლებენ.
პეპ გვარდიოლა: ვენგერი არსენალისთვის მწვრთნელზე მეტია
რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრის, არსენალი - ბაიერნის, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეთოფეების დამრიგებელზე, არსენ ვენგერზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგი სპეციალისტი არსენალისთვის მწვრთნელზე მეტია და კლუბის სახედ იქცა.
პერ მერტეზაკერი: ადრინდელთან შედარებით ბაიერნი გაცილებით გაძლიერდა
ლონდონის არსენალის მცველმა, პერ მერტეზაკერმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Kicker-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაზე ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით მიუნხენის ბაიერნის დამარცხება ახლა უფრო ძნელია ვიდრე ადრე, რადგან გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა.
არსენ ვენგერი: ფრე არ გვაწყობს
ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ გამოცემა Goal-თან საუბარში განაცხადა, რომ მეთოფეებს უფლება არ აქვთ ქულები დაკარგონ. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით ინგლისელებისთვის მისაღები შედეგი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება.
ზორან მამიჩი: იმედია წაუგებელ სერიას გავაგრძელებთ
ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მატჩის, მიუნხენის ბაიერნი - დინამო ზაგრების, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხორვატული კლუბის მთავარმა წვრთნელმა, ზორან მამიჩმა, მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ უწევთ თამაში.
მარკო პიაცა: მიუნხენში შეიძლება საოცრება მოხდეს
ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, მიუნხენის ბაიერნი - დინამო ზაგრები, დღეს საღამოს გაიართება. ხორვატული კლუბის ფეხბურთელმა, მარკო პიაცამ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ჯგუფში უძლიერესია, თუმცა სასწაულიც შეიძლება მოხდეს.
გვარდიოლა: დინამო საკმაოდ ძლიერი გუნდია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გრძელდება. 29 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე დინამო ზაგრებს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლამ ხორვატული კლუბი შეაფასა და საკმაოდ ძლიერი უწოდა.
Sport1: ლევანდოვსკი ვოლფსბურგთან სათამაშოდ მზადაა
ცნობილი სპორტული გამოცემა Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, გამოჯანმრთელდა და ბუნდესლიგის VI ტურის შეხვედრაში, სადაც ბაიერნი უშუალო კონკურენტს ვოლფსბურგს უმასპინძლებს, ითამაშებს.
პეპ გვარდიოლა: კარგად ვიცით ვოლფსბურგი რას წარმოადგენს
დღეს ბუნდესლიგის VI ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. ალიანს არენაზე მიუნხენის ბაიერნი უშუალო კონკურენტს ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. ხოსეპ გვარდიოლას განცხადებით რეკორდმაისტერმა ძალიან კარგად იცის დიტერ ჰეკინგის შეგირდების რეალური ძალა და სათანადოდ აფასებს მეტოქეს.
უკან 1 ... 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 წინ