» » გვერდი 18

BILD: ჟერომ ბოატენგი შალკეში უშიშრად მიემგზავრება
პარიზის ტერაქტიდან ერთი კვირისა და ჰანოვერში სამი დღის წინ მოულოდნელად გადადებული მატჩის შემდეგ, დღეს საღამოს ბუნდესლიგა კვლავ განახლდება. გულშემატკივრები და ფეხბურთელები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ცნობილ სპორტულ გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში ბოატენგი მოსალოდნელ შეხვედრაზე საუბრობს.
Bundesliga: აოგოს ბაიერნთან წარმატების მიღწევის არ სჯერა
ბუნდესლიგის რიგით XIII ტურის შეხვედრაში გელზენკილხელნის შალკე 04-ი საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში შალკეს ნახევარმცველმა, დენის აოგომ, განაცხადა, რომ რეკორდმაისტერის დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელი მისიაა.
დანტე: გვინდა ბაიერნს ნერვები მოვუშალოთ
მიუნხენის ბაიერნის ყოფილი და ვოლფსბურგის ამჟამინდელი ცენტრალური მცველი, დანტე, Münchner Merkur-თან საუბარში გერმანიის თასის შეხვედრას ეხმაურება. ბრაზილიელი მცველის განცხადებით მგლებს მცირე უპირატესობა აქვთ საკუთარი მოედანის სახით. დანტეს იმედოვნებს, რომ დღეს ვოლფსბურგი ბაიერნის დამარცხებას შეძლებს.
დიტერ ჰეკინგი: ბაიერნის არ გვეშინია!
ვოლფსბურგის მთავარმა მწვრთნელმა, დიტერ ჰეკინგმა, გერმანიის თასის შეხვედრის, ვოლფსბურგი - ბაიერნის, მატჩისწინა პრესკომფერენციაზე მოსალოდნელ თამაშზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით დღევანდელ დაპირისპირებაში მგლები ფავორიტები არ არიან, თუმცა რეკორდმაისტერის არ ეშინიათ.
პეპ გვარდიოლა: დღეს ჩემთვის ფინალი იქნება
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლა, გერმანიის თასის მორიგი ტურის შეხვედრის, ვოლფსბურგი - ბაიერნის, მატჩისწინა პრესკომფერენციაზე დღევანდელ თამაშზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის განსხვავებით მგლებთან დაპირისპირება მისთვის ფინალის ტოლფასია.
ბაიერნი - კიოლნი (ანონსი)
ბუნდესლიგის რიგით X ტურში მიუნხენის ბაიერნი ალიანს არენაზე კიოლნს უმასპინძლებს. რეკორდმაისტერი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, დორტმუნდის ბორუსიას 7 ქულით უსწრებს, ხოლო კიოლნი მეექვსე ადგილზეა და კარგი შანსი აქვს მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
აარონ რემსი: არსენალის მცველებს ლევანდოვსკის შეჩერება შეუძლია
ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაზე ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელის განცხადებით ხვალ მეთოფეებს დაძაბული ბრძოლა ელით, მაგრამ იმედი აქვს, რომ მცველები ლევანდოვსკის შეჩერებას შეძლებენ.
პეპ გვარდიოლა: ვენგერი არსენალისთვის მწვრთნელზე მეტია
რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრის, არსენალი - ბაიერნის, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეთოფეების დამრიგებელზე, არსენ ვენგერზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგი სპეციალისტი არსენალისთვის მწვრთნელზე მეტია და კლუბის სახედ იქცა.
პერ მერტეზაკერი: ადრინდელთან შედარებით ბაიერნი გაცილებით გაძლიერდა
ლონდონის არსენალის მცველმა, პერ მერტეზაკერმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Kicker-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაზე ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით მიუნხენის ბაიერნის დამარცხება ახლა უფრო ძნელია ვიდრე ადრე, რადგან გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა.
არსენ ვენგერი: ფრე არ გვაწყობს
ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ გამოცემა Goal-თან საუბარში განაცხადა, რომ მეთოფეებს უფლება არ აქვთ ქულები დაკარგონ. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით ინგლისელებისთვის მისაღები შედეგი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება.
უკან 1 ... 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 წინ