» » გვერდი 3

მიმდინარე საფეხბურთო სეზონის უმთავრესი მატჩი! ოთხშაბათს საღამოს 22:45 საათზე, "ალიანც არენაზე" გაიმართება, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის. ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ხსენებული წყვილი ურთიერთშეხვედრების რაოდენობით, პირველია აღნიშნულ ტურნირზე. ორივე გუნდს ერთი მიზანი ამოძრავებს, შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი მდგომარეობა, მადრიდში გასამართ განმეორებით მატჩამდე.
მიულერი : ურთულესი მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი მოიერიშე, თომას მიულერი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, მადრიდის "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთს ორი ტოპ-კლუბი შეებრძოლება და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო გავა. "ბავარიელთა თილისმა" ერთგულ გულშემატკივარს, მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
კროოსი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან საუბრისას, 25 აპრილს "ალიანც არენაზე" გასამართ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში, მისთვის განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული იქნება. 28 წლის ფეხბურთელის თქმით, იუპ ჰაინკესის შეგირდები, საუცხოო ფორმაში იმყოფებიან და მადრიდელებს წინ ძალიან მძიმე შეხვედრა ელით.
ბოატენგი : გუნდური მოქმედება გამარჯვების საწინდარია
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მადრიდის "რეალთან" გასამართი ნახევარფინალური ორთაბრძოლის შესახებ საუბრობს. ცენტრალური მცველის განცხადებით, ამ შეხვედრაში მისი გუნდისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს, "სამეფო" კლუბის პორტუგალიელი შემტევის, სრული ნეიტრალიზაცია წარმოადგენს.
რუმენიგე: რეალის დამარცხება შეგვიძლია
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის გუნდს მადრიდის "რეალის" დამარცხება შეუძლია. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით გერმანიის "რეკორდმაისტერი" ჩინებულ ფორმაში იმყოფება და მიმდინარე საფეხბურთო სეზონში უმაღლესი მიზნებისათვის ბრძოლას აპირებს.
ალაბა: ძალიან რთული მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელები, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, fc bayern tv-სთან მიცემულ ინტერვიუში, დღეს გასამართი დაპირისპირების შესახებ საუბრობენ. ხსენებული ფეხბურთელები ერთ აზრზე თანხმდებიან, იმისათვის რომ "ბავარიამ" შეძლოს და ბერლინში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს, ამისათვის მათ მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაიღონ.
ერთი ნაბიჯი ფინალამდე
მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან' მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებიდან, სულ რაღაც სამ დღეში, გერმანიის "რეკორდმაისტერს" ურთულესი ორთაბრძოლის გადატანა მოუწევს ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ზემოხსენებულ მეტოქესთან პაექრობაში ჩაებმება. სასწორზე კი გერმანიის თასის ფინალის საგზური დევს, რომელიც ამაწლის 19 მაისს, ქალაქ ბერლინში გაიმართება.
ჰაინკესი: მძიმე მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, 17 აპრილს გერმანიის თასის ეგიდით გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. მიუნხენელებს ლევერკუზენის "ბაიერთან" მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ. 72 წლის სპეციალისტი საკუთარ ფეხბურთელებს მაქსიმალური ყურადღებისაკენ მოუწოდებს.
ჰაინკესი: ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ
შაბათს 14 აპრილს, გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მასპინძლობს. ნაადრევად მოპოვებული ჩემპიონობის მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ განცხადება, თავად ბავარიელთა გამოცდილმა დამრიგებელმა, იუპ ჰაინკესმა გააკეთა.
ჰაინკესი : დღევანდელ შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით
მოპოვებული პირველი ტიტულის შემდეგ, ბავარიელთა მიზანს დარჩენილ ორ ტურნირზე, წარმატებული ასპარეზობა წარმოადგენს. მიუნხენელებს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური სურთ. რომლის დაუფლებასაც, სევილიასთან დღეს გასამართ განმეორებით მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში შეეცდებიან. "რეკორდმაისტერთა" ბანაკში სულმოუთმენლად ელიან ხსენებული ორთაბრძოლის დაწყებას.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 21 წინ