ვან მარვიკი: რობენი რონალდუსა და მესიზე დახვეწილია
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ბერტ ვან მარვიკმა, AD-თან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ არიენ რობენის თამაშის ხარისხი ხშირად მხოლოდ იმის გამო არის ჩრდილში, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის გოლების სტატისტიკა რონალდუსა და მესისთან შედარებით დაბალია.
პლატინი: რიბერი შესაძლოა დაისაჯოს
UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ Bild-თან ინტერვიუში ფრანკ რიბერიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად და თუ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში გიხმობენ აუცილებლად უნდა გამოცხადდე.
მიუნხენის ბაიერნმა ნიუ-იორკში ოფისი გახსნა
მოგეხსენებათ რეკორდმაისტერი საზაფხულო ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენელებმა ოფისი გახსნეს ნიუ-იორკში, რომელიც დღეიდან იწყებს ფუნქციონირებას.
ზამერი: პრობლემებს ალიბად ვერ გამოვიყენებთ
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ახალი სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელი პერიოდის დროის ნაკლებობის გამო წუწუნს არ დაიწყებს.
რიბერიმ ვარჯიშები განაახლა
მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, ზებნერ შტრასზე ორშაბათს ჩამოვიდა და დღეს ფიზმომზადების მთავარი მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ პირველად ივარჯიშა ზაფხულის შესვენების შემდგომ.
UEFA: გვარდიოლა იდეალურობის ძიებაში
იუპ ჰაინკესისგან გუნდის გადაბარების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას წინაშე ფაქტიურად გადაუჭრელი პრობლემა იდგა - გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლებოდა უფრო ძლიერი გაეხადა.
რუმენიგე: ბაიერნს ზამერის კრიტიკა არ სჭირდება
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორს გუნდი საჯაროდ არ უნდა გაეკრიტიკებინა.
რუმენიგე: ვატცკემ პროცენტის შესახებ მოიტყუა
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირქტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ჰანს-იოჰამ ვატცკეს ბოლო დროინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბორუსიელთა დირექტორმა € 2 მილიონის დორტმუნდისთვის მიპროცენტების საკითხი მოიტყუა.
გიოტცე: ბაიერნში ჩემი სტატისტიკით უკმაყოფილო ვარ
მიუნხენური კლუბის გერმანელი ნახევარმცველი, მარიო გიოტცე, ბაიერნის რიგებში დაგროვებული პირადი სტატისტიკით უკმაყოფილოა. 21-წლის ფეხბურთელი პრესასთან საკმაოდ თვითკრიტიკული იყო, თუმცა განაცხადა, რომ მთლიანობაში მისი მოლოდინები გამართლდა.
ვატცკე: ბაიერნს დორტმუნდის განადგურება სურს
დორტმუნდის ბორუსიის გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოჰამ ვატცკემ გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ყოველთვის ცდილობს მოწინააღმდეგეების დასუსტებას და მათგან საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვას.
უკან 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 წინ