ვიდალი: ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში, მის საფეხბურთო კარიერაში არსებულ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. "ბავარიელთა" ცენტრის განცხადებით, 2017 წლის ბოლო თვეები, მისთვის იმდენად ძნელი აღმოჩნდა, რომ იგი როგორც ფიზიკური ისე სულიერი თვალსაზრისით, ძლიერ გადაღლას განიცდიდა.
მათეუსი: მწვრთნელად მუშაობა არ მსურს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის განცხადებით, მას მთავარ მწვრთნელად მუშაობის სურვილი არ აქვს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ვეტერანმა ბავარიელმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა კლუბებიდან, შემოთავაზებები გააჩნია, თუმცა იგი არ არის მზად, ხსენებულ საქმიანობას მიუბრუნდეს.
ჩაბი ალონსო:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო, ჟურნალისტებთან საუბრისას, საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეული დროით ფეხბურთისაგან სრული დისტანცირება სურდა. გარდა ამისა, ვეტერანმა "ბავარიელმა" ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან საუბრისას, მის სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.
მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია
თომას მიულერისათვის ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრა, გასვლით მატჩში „ჰოფენჰაიმთან“ მე-400 აღმოჩნდა. კლუბის აღზრდილმა 27 წლის გერმანელმა „ბავარიის“ მაისურით 400 ოფიციალურ შეხვედრაში 161 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. ამ შთამბეჭდავი ციფრების ავტორს სხვა დამსახურებებიც აქვს, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე, თუმცა მისი საიუბილეო დღის აღსანიშნავად, ციფრები რომ გვერდზე გადავდოთ, სჯობს მისი ბავშვობა, მშობლიური მხარე და ფეხბურთში მის პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ.
პისარო: მიულერისთვის ადვილი არაა წასვლა
„ბავარიის“ ყოფილი პერუელი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო SPORT1-თან ინტერვიუში თომას მიულერის ემოციებზე ყვება, ჰასან სალიხამიჯიჩის სპორტულ დირექტორად დანიშვნის შესახებ საუბრობს და ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი კლუბის გასვლის შანსებს აფასებს.
ბავარია, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?
“ბავარიის“ სალიგეჩემპიონო გამარჯვების გზა შვედურ ჰელსინგბორგში დაიწყო, სადაც რეკორდმაისტერი სირთულის გარეშე გაუმკლავდა ადგილობრივ კლუბს (3:1), რომელშიც ტაიმზე მეტი კუფურის გაძევების შემდეგ უმცირესობით თამაშობდა. მე-2 ტურში „ბავარიამ“ იმავე ანგარიშით სახლში „რუსენბორგი“ დაძლია, რომელთანაც 73-ე წუთამდე 0:1 აგებდა. შემდეგ მოყვა საშინაო გამარჯვებები და პსჟ-სთან მოგებები (0:1 პარიზში, 2:0 მიუნხენში). ჯგუფიდან რომ გასულიყვნენ 2 ფრეც საკმარისი იყო სკანდინავიურ კლუბებთან.
ჯერ კიდევ მარტში „ბავარიის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა შენჯენში საფეხბურთო სკოლის შექმნაში. ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება, მწვრთნელების მომზადებაზე, მუდმივი გაცვლითი გამოცდლებისა და სავარჯიშო შეკრებების ჩატარებაზე. აუდის ტურნეს დროს კი კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი პირადად შეხვდნენ პარტნიორებს ჩინეთში.
არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში
სპორტული რედაქცია „ბიზნეს ონლაინი“ ჩილეს ნაკრებისა და „ბაიერნის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის - 2017 წლის კონფედერაციის თასის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ტატუების მნიშვნელობას გვიმხელს.
ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
უკვე დიდი ხანია გასული მას შემდეგ რაც „ბავარიის“ პირველ გუნდში საკუთარი აკადემიიდან ფეხბურთელმა ძირითადის სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი. ეს პრობლემაა და მასზე ბევრს მუშაობენ - ახლახანს ახალი თანამედროვე ცენტრი გაიხსნა ახალგაზრდა ფეხბურთელების მოსამზადებლად. თუმცა, ახლანდელი ახალგაზრდა თაობაც ყურადღების ცენტრშია და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებიან. U19 და U17 გუნდები კი ერთ სეზონში თავის ლიგებში ფინალში გავიდნენ. საინტერესო ახალგაზრდა ბავარიელების გამორჩევა კი ახლაც შეიძლება, რომლებიც ახლო მომავალში, შესაძლოა ახალ დონეზე გავიდნენ და მთავარ გუნდში მოიპოვონ ადგილი.
რიბერი:
ფრანკ რიბერი „ბავარიაში“ უკვე 10 წელია! ბავარიელი ფრანგი ამ კვირას იუბილეს აღნიშნავს. 2007 წლის 7 ივნისს ფრანკი (ლუკას ტონისთან ერთად) ოფიციალურად წარადგინა კლუბმა როგორც ახალწვეული, ხოლო უკვე 2007 წლის 3 ივლისს პირველი ვარჯიში გაიარა ზაბენერ შტრასეზე. დღეს 34 წლის ფეხბურთელი - გერმანული კლუბის მთავარი მკვიდრია.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 13 წინ