9-სექ-2018, 16:03
0435
ხუთშაბათს უეფას ერთა ლიგამ სტარტი აიღო.
უეფას ახალი შეჯიბრის ამხანაგური მატჩების დიდ ნაწილს სატურნირო მნიშვნელობა მიენიჭება, ნაკრებებს შესაძლებლობა ექნებათ თანაბარი ძალების მეტოქეებს დაუპირისპირდნენ. 4 ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში ფინალურ სტადიაში ითამაშებენ. დანარჩენები კი კლასის ამაღლებისთვის იბრძოლებენ და 2020 წლის ევროზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ.
4-სექ-2018, 10:51
0377
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯოზეფ გორდონ ლევიტი, მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახურის ხუმრობას გამოეხმაურა. "ბავარიელთა" twitter-ის გვერდზე გავრცელდა ფოტო, რომელიც ასახავდა ფიზიკურ მსგავსებას ზემოხსენებულ მსახიობსა და "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს შორის. აღნიშნულ ფოტოს კი თან წარწერაც ერთვოდა. "რთული წარმოსადგენია, რომ კოვაჩი და გორდონ-ლევიტი, ნათესავები არ იყვნენ"-წერდა პრეს-სამსახური
24-აგვ-2018, 09:28
01512
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი არტურო ვიდალი, რომელიც ამჟამად კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, თანამედროვე ფეხბურთში არსებულ იმ სიახლეზე საუბრობს, რასაც ვიდეო რეფერის სისტემა ჰქვია. ექს-ბავარიელის განცხადებით, თავის დროზე ამ სისტემის არარსებობამ მიუნხენური კლუბი სერიოზულად დააზარალა.
24-აგვ-2018, 09:03
0348
მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველი იოშუა კიმიხი, ინტერნეტ-გამოცემა ESPN FC-სთან მიცემულ ინტერვიუში, ინგლისის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს. ახალგაზრდა უკანახაზელის განცხადებით, არსებობს რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ ცალკეული ფეხბურთელები ხსენებულ ქვეყანას, საკუთარი პროფესიონალური კარიერის გასაგრძელებლად.
23-აგვ-2018, 12:24
0335
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი საკუთარ ჟურნალს გამოუშვებს. 29 წლის ფეხბურთელმა საინფორმაციო გამოცემა stern.de-სთან საუბრისას, სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მის ახალ ჟურნალში, რომლის სახელიც BOA იქნება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, სპორტს, მოდას და მუსიკას.
22-აგვ-2018, 17:23
0301
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი იოშუა კიმიხი, საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო. 23 წლის უკანახაზელის განცხადებით, წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზები ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
16-აგვ-2018, 10:10
0304
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ტონი კროოსი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მესუთ ოზილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
13-აგვ-2018, 11:43
0314
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Welt am Sonntag-თან მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითვაზე, ხომ არ განიხილავს იგი ბუნდესნაკრების ხელმძღვანელის რანგში მუშაობის გაგრძელებას, 51 წლის სპეციალისტმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა
5-აგვ-2018, 12:02
0284
გერმანიაში მას არტურო ვიდალის მემკვიდრედ მოიაზრებენ! მიუნხენის "ბაიერნის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, კორენტინ ტოლისოს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ "რეკორდმაისტერის" ძირითად თერთმეტეულში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ეს ფეხბურთელი შესანიშნავად ფლობს დრიბლინგს, შეუძლია ორივე ფეხით გაისროლოს მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით და რაც მთავარია მას ერთგვარი უნივერსალურობა ახასიათებს. მისი ამპლუა კი მრავალფეროვანია.
8-ივლ-2018, 13:34
0389
„ბავარიის“ ახლად დანიშნული ხორვატი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი საქმეს მონდომებით შეუდგა სეზონის დაწყებამდე და გუნდში უკვე თავისი წესებიც შეიტანა, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16 წინ