ბაიერნი - ფეხბურთის სიყვარულის 117 წელიწადი
1900 წლის 27 თებერვალი მიუნხენული და ზოგადად გერმანული ფეხბურთის მოყვარულთათვის რომ განსაკუთრებული თარიღია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, სწორედ XX საუკუნის დასაწყისში შეემატა საფეხბურთო სამყაროს ისეთი დიდი საფეხბურთო კლუბი როგორიც მიუნხენის ბაიერნია!
FCB: ბაიერნს სამი ახალი ელჩი ჰყავს
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური საიტი, გერმანული გრანდის გულშემატკივრებისთვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს. "რეკორდმაისტერი"-ს ყოფილი ფეხბურთელები, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ჯოვანი ელბერი და ბიქსენტ ლიზარაზუ, ამიერიდან კლუბის სტრუქტურაში, ოფიციალურ თანამდებობებს დაიკავებენ.
ცოცხალი ლეგენდა - ფილიპ ლამი
მომავალი მატჩი „შალკეს“ წინააღმდეგ, ფილიპ ლამისთვის „ბავარიის“ შემადგენლობაში მე-500 გახდება. კარგი მიზეზია იმისათვის, რომ გავიხსენოთ რეკორდმაისტერის კაპიტნის მიღწევების ბრწყინვალე გზა.
მარკუს ჰიორვიკი ული ჰიონესის ოცნებაზე...
ჰერმან გერლანდის რჩევამ ული ჰიონესს ოცნება აუხდინა.
„ბავარიის" მედია-კომუნიკაციების ყოფილი დირექტორი მარკუს ჰიორვიკი ყვება იმის შესახებ, თუ მწვრთნელის თანაშემწემ როგორი ზეგავლენა იქონია ბავარიის პრეზიდენტის ყველაზე სანუკვარი ოცნების ახდენაზე. თომას მიულერმა კი ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
10 საუკეთესო მეკარე გერმანიის ისტორიაში
ამბობენ რომ ფეხბურთი ინგლისელებმა გამოიგონეს, ხოლო მეკარეები გერმანიამ.
გერმანიის ისტორიაში მრავალი ნიჭიერი და გამორჩეული გოლკიპერი ყოფილა, მაგრამ ამ მრავალრიცხოვანი არმიიდან დღეს ჩვენ საუკეთესო ათეულს განვიხილავთ.
Bild: ბუნდესლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელი
გაზეთმა Bild-მა ბუნდესლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
ძმები ჰუმელსების პირველი ერთობლივი ინტერვიუ გამომცემლობა Stern-თვის
„არ შეგიძლიათ ყველამ შეწყვიტოთ ჩვენი შეტევა და ნება დაგვრთოთ უბრალოდ ვიყოთ ძმები?“
მათს და იონას ჰუმელსს 2 წელი ასხვავებთ ერთმანეთისგან. ერთი ყველასათვის საყვარელ კუმირად იქცა, მეორე კი მე-4 დივიზიონში თამაშობდა. ინტერვიუ სიყვარულზე, შურზე და ცრემლებზე.
UEFA-ს 2016 წლის სიმბოლურ გუნდში  ერთი ბავარიელია
ჟერომ ბოატენგი UEFA-ს სიმბოლურში მოხვდა!
სივრცეში დაკარგული
„ბავარიის“ შეტევების ლიდერს თომას მიულერს ნახევარ სეზონში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის კრიზისის მიზეზებზე ჟურნალისტი მარკ ბესსონოვი ვრცელ ანალიზს გვთავაზობს.
ერთი ფეხბურთელის მოკლე ისტორია
ალბათ უკვე იცანით სურათით გერმანელი ვარსკვლავი. ის დაიბადა იმ სახელმწიფოს დედაქალაქში, რომელიც 2 ნაწილად იყო გაყოფილი და 1 წელს სულ ცოტა აკლდა გაერთიანებისთვის. ფეხბურთელი საკმაოდ მდიდრულ კვარტალში გაიზარდა. მაგრამ მისი მამა შავკანიანი მიგრანტი გახლდათ და გასაგებია, რომ სკოლაში ჟერომ ბოატენგს მრავალი შეურაცხყოფის ატანა უხდებოდა, რასაც ხშირად ჩხუბი მოჰყვებოდა ხოლმე.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 13 წინ