» გვერდი 230

მადრიდის რეალს იუპ ჰაინკესი სურს
სეზონის დასასრული ახლოვდება და პრესაში კვლავ გააქტიურდა იუპ ჰაინკესის თემა. როგორც ესპანური სპორტული გამოცემები იუწყებიან მადრიდის რეალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეკორდმაისტერის დამრიგებელს განიხილავს.
BILD: რობენმა მიულერი შეაქო
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გარემარბმა, არიენ რობენმა, BILD-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ტომას მიულერზე ისაუბრა და კომპლიმენტები არ დაიშურა 23-წლის ფეხბურთელის მიმართ.
ზამერი: რუნი ბაიერნის დღის წესრიგში არ დგას
27-წლის ინგლისელი ფეხბურთელის სურვილით, რომ მანჩესტერ იუნაიტედი დაეტოვებინა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ზამერის განცხადებით რუნის საკითხით ბაიერნი არ ინტერესდება.
ნეიმარმა ბაიერნთან გააფორმა კონტრაქტი
სანტოსის ყოფილმა წარმომადგენელმა ვისენტე კასიონემ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ბრაზილიელმა ტალანტმა მიუნხენის ბაიერნთან გააფორმა კონტრაქტი.
რუმენიგე: არანაირი სიძულვილი დორტმუნდის მიმართ
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის წინ განაცხადა, რომ კლუბებს შორის კონკურენცია სიძულვილში არ უნდა გადაიზარდოს.
ჰამანი ფინალის კომპლექსზე საუბრობს
ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის წინ გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ბუნდესმანშაფტის ყოფილი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი გუნდების შანსებს აფასებს და მიუნხენის ბაიერნის ფინალის კომლექსზე საუბრობს.
რიბერი მზადაა 2018-19 წლამდე დარჩეს ბაიერნში
მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა რეკორდმაისტერთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებისთვის.
დორტმუნდი - ბაიერნი 1:1 (მატჩის შემდგომი კომენტარები)
გთავაზობთ ბუნდესლიგის XXXII ტურის მატჩის, დორტმუნდი - ბაიერნის 1:1, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების კომენტარებს.
ვატცკე: ბაიერნი გაძლიერებაში არ დაგვხმარებია
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ განაცხადა, რომ თავისი კლუბის დამოკიდებულება მიუნხენის "ბაიერნთან ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა.
ბადშტუბერისა და კროოსის დაბრუნება გამოირიცხა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილგელმ მიულერ-ვოლფრატმა საბოლოოდ გამორიცხა ტრავმირებული ფეხბურთელების: ტონი კროოსისა და ჰოლგერ ბადშტუბერის მიმდინარე სეზონში დაბრუნება.
უკან 1 ... 226 227 228 229 230 231 232 233 234 ... 256 წინ