» გვერდი 255

ლუის ადრიანო: შახტარის მიზანი გამარჯვებაა!
დონეცკის შახტარის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ლუის ადრიანომ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის, ბაიერნი - შახტარის, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინული კლუბი ყაიმით კმაყოფილი არ იქნება და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ბაიერნი - შახტარი (ანონსი)
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის, ბაიერნი - შახტარის, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რეკორდმაისერის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, დონეცკელების მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა და განაცხადა, რომ უკრაინულ გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.
მარიო გიოტცე: ბაიერნში ბევრი რამ ვისწავლე
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, მარიო გიოტცემ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერში გადმოსვლის შემდეგ ბევრი რამ ისწავლა, პირველი სეზონისგან განსხვავებით კი ესპანელ სპეციალისტს ახლა უფრო კარგად უგებს.
ბენატია: გვარდიოლას ბაიერნის უმაღლეს დონეზე გაყვანა სურს
მიუნხენის ბაიერნის მაროკოელმა ცენტრალურმა მცველმა, მეჰდი ბენატიამ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ხოსეპ გვარდიოაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანელი სპეციალისტი ყოველთვის ცდილობს გუნდი უმაღლეს დონეზე ათამაშოს და ეფექტიანობისთვის ხშირად თამაშის დროს ტაქტიკას ცვლის.
ფერნანდო: მიუნხენში უდიდესი ზეწოლა იქნება
დონეცკის შახტარის ნახევარმცველმა, ლუკას ფერნანდომ, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინული კლუბის ფეხბურთელები წარმოუდგენლად დიდი წნეხის ქვეშ ითამაშებენ.
ლუჩესკუ: მიუნხენში უმძიმესი მატჩი გველის
დონეცკის შახტარის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინულ პრესასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპახუო მატჩზე, ბაიერნთან, ისაუბრა და განაცხადა, რომ ლვოვში დაფიქსირებული ანგარიში 0:0 არაფერს არ წყვეტს და მიუნხენში უმძიმეს თამაშს ელის.
მატიას ზამერი: შახტართან მატჩი გადამწყვეტია
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩზე, შახტართან, ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინელებთან დაპირისპირება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება რეკორდმაისტერისთვის.
ფილიპ ლამი: ნახევარდაცვაში თამაში მომწონს
სამთვიანი უქმობის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის კაპიტანი ბრუნდება. kicker-თან ინტერვიუში ფილიპ ლამი ამბობს, რომ საკუთარ თავს კვლავ ნახევარდაცვის ხაზში ხედავს. რეკორდმაისტერის კაპიტნის განცხადებით ამ პოზიციაზე თამაში ძალიან მოწონს და კვლავ ნახევარდაცვაში სურს თამაში.
დანტე ზაფხულში ბაიერნს დატოვებს?
მიონხენგლადბახის ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში რეკორდმაისტერის ცენტრალურ მცველზე დანტეზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გამორიცხული არ არის ბრაზილიელი ბორუსიაში დაბრუნდეს.
Tuttosport: პოლ პოგბამ ბაიერნსა და რეალს უარი უთხრა
ტურინის იუვენტუსის ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ, ტურინის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვიტა. ამის შესახებ Tuttosport-თან ინტერვიუში ნახევარმცველის აგენტმა მინო რაიოლამ გააკეთა განცხადება და ბაიერნი, რეალი, პსჟ და მანჩესტერული ორივე კლუბი იმედგაცრუებული დატოვა.
უკან 1 ... 251 252 253 254 255 256 257 258 259 ... 311 წინ